თბილისში ევროკავშირის მსოფლიოში ყველაზე დიდ დროშას კერავენ
თბილისში ევროკავშირის მსოფლიოში ყველაზე დიდ დროშას კერავენ, რომელსაც 9 დეკემბერს დაგეგმილ მარშზე გაშლიან.
დროშისთვის განკუთვნილი 12 ვარსკვლავი საქართველოს რეგიონებში შეკერეს, რომლებსაც დროშაზე დედაქალაქში დაამაგრებენ. დროშის ზომებია: 22 მეტრი სიგანე, 33 მეტრი სიგრძე.
მარში 9 დეკემბერს 2 საათზე რესპუბლიკის მოედანზე დაიწყება და ევროპის მოედანზე დასრულდება.
წყარო – რადიო თავისუფლება