თეგებით ძიება

ფსიქიკური პრობლემების მქონე ადამიანები 7-10 წლით ნაკლებს ცოცხლობენ

ფსიქიკური დარღვევების მქონე პირებს ნაადრევი სიკვდილის გაცილებით მაღალი რისკი აქვთ - აცხადებენ დანიელი ექსპერტები, რომლებმაც

1995 წლიდან 2015 წლამდე პერიოდში დანიაში 7,4 მილიონზე მეტი ადამიანი გამოიკვლიეს.

"დიდი ხანია ცნობილია, რომ ფსიქიკური პრობლემების მქონე პირები ნაადრევად იღუპებიან. თუმცა, ჩვენ პირველებმა ჩავატარეთ კომპლექსური კვლევა, რომელიც შეისწავლის სხვადასხვა ფსიქიკური დარღვევის კავშირს სიკვდილთან", – აცხადებს კვლევის წამყვანი ავტორი, პროფესორი ოლეგერ პლანა-რიპოლი.

მეცნიერებმა გაარკვიეს რა გავლენას ახდენს პაციენტთა სიცოცხლის ხანგრძლივობაზე ფსიქოაქტიური პრეპარატების მიღება ისეთი პათოლოგიების დროს, როგორებიცაა დეპრესია, შფოთვითი აშლილობა და დარღვევები.

კვლევის ფარგლებში შეფასდა კონკრეტული ფსიქიკური დარღვევების გავლენა სიკვდილობაზე როგორც ასაკობრივი ჯგუფების მიხედვით, ასევე ცალ-ცალკე ქალებთან და მამაკაცებთან.

როგორც გაირკვა, სიკვდილობის მაღალი მაჩვენებელი ახასიათებთ დეპრესიით შეპყრობილებს, თვითმკვლელობის ხშირი შემთხვევების გარდა, ამ კატეგორიასთან სიკვდილობის რისკს ზრდის სომატური დაავადებებიც, კერძოდ, რესპირატორული დაავადებები და შაქრიანი დიაბეტი. ფსიქიკური დარღვევების მქონე პირები საზოგადოდ 7-10 წლით ნაკლებს ცოცხლობენ.

სპეციალისტებმა ისიც გაარკვიეს, რომ მიუხედავად იმისა, ფსიქიკური პრობლემების მქონე მამაკაცებს კიბოსგან გარდაცვალების გაცილებით მაღალი რისკი აქვთ, ისინი უხშირესად მაინც გულ-სისხლძარღვოვანი პათოლოგიებით იღუპებიან ან კიდევ ფილტვებთან დაკავშირებული პრობლემების გამო ახალგაზრდა ასაკში.

წყარო: მკურნალი.გე


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა