სოფელ აძვიდან გატაცებული საქართველოს ორი მოქალაქის წინააღმდეგ საოკუპაციო რეჟიმმა „სისხლის სამართლის საქმე“ აღძრა
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ აძვიდან გატაცებული საქართველოს ორი მოქალაქის წინააღმდეგ საოკუპაციო რეჟიმმა "სისხლის სამართლის საქმე" აღძრა.
ინფორმაცია დეფაქტო ცხინვალის უშიშროების კომიტეტმა გაავრცელა . გიორგი მელაძე და დიმიტრი კორინთელი 24-ხ ნოემბერს ოკუპანტებმა უკანონოდ დააკავეს. დაკავებულებს ეგრეთ წოდებული საზღვრის უკანონო კვეთას ედავებიან.