თეგებით ძიება

ვინ იყო 13 წლის გოგონა, რომელმაც გარდაცვალებამდე ომის ბედი გადაწყვიტა და ბირთვული კატასტროფის აცილებაში წვლილი შეიტანა

პატარა გოგონა, რომელმაც აშშ-სა და საბჭოთა კავშირს შორის ცივი ომის ბედი გადაწყვიტა და ბირთვული კატასტროფის აცილებაშიც შეიტანა წვლილი. 1985 წლის 25 აგვისტოს აშშ-ში 13 წლის სამანტა სმიტი გარდაიცვალა. იგი სკოლის მოსწავლე იყო, რომელმაც  საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის გენერალურ მდივანთან იური ანდროპოვთან მიმოწერა მოახერხა და სსრკ-ში მოგზაურობაც შეძლო. ეს წარმოუდგენელი ფაქტი გახლდათ, რადგან მაშინ ცივი ომი მიმდინარეობდა და მსოფლიო ბირთვული ომის საშიშროების ზღვარზე იყო. პატარა გოგონამ კი უამრავი ადამიანის ყურადღების მიპყრობა მოახერხა და ქვეყნებს შორის ურთიერთობის დასტაბილურებაში მნიშვნელოვანი როლი შეასრულა. 

სამანტა სმიტი ამერიკის შეერთებულ შტატებში, ქალაქ ჰოულტონში არტურ და ჯეინ სმიტების ოჯახში დაიბადა. გოგონას მამა მენის უნივერსიტეტში ინგლისურ ენასა და ლიტერატურას ასწავლიდა, დედა კი სოციალური მუშაკი იყო. როგორც მშობლები იხსენებდნენ, მათი ქალიშვილი ჩვეულებრივი ბავშვი იყო, უყვარდა სკოლა, თამაში, ცხოველები, ჰოკეი და ფორტეპიანოზე დაკვრა. თუმცა, სხვა ბავშებისგან განსხვავებით, მას პოლიტიკა განსაკუთრებით აინტერესებდა. 5 წლის ასაკში დიდი ბრიტანეთის დედოფალ ელისაბედ II-ს წერილი მისწერა და მისგან პასუხიც მიიღო. 

1982 წლის ნოემბერში ათი წლის სამანტამ წერილი საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის გენერალურ მდივანს, იური ანდროპოვს მისწერა. წერილი კი ძალიან მოკლე და კონკრეტული იყო:

"პატივცემულო ბატონო ანდროპოვ, მე მქვია სამანტა სმიტი. ვარ ათი წლის. გილოცავთ ახალ სამსახურს. ძალიან ვნერვიულობ, რომ რუსეთსა და შეერთებულ შტატებს შორის ბირთვული ომი დაიწყება. თქვენ ომის დაწყებას ემხრობით, თუ არა ? თუ ომის წინააღმდეგი ხართ, მითხარით, როგორ აპირებთ ამის თავიდან აცილებას? რა თქმა უნდა, არ ხართ ვალდებული ჩემს კითხვაზე პასუხი გასცეთ, მაგრამ პასუხის მოსმენა ძალიან მინდა. რატომ გინდათ, მთელი მსოფლიოს ან ჩვენი ქვეყნის დაპრყობა? ღმერთმა სამყარო იმისთვის შექმნა, რომ ჩვენ ერთად ვიცხოვროთ და მასზე ვიზრუნოთ . არა დაიპყროთ, გთხოვთ, როგორც მას უნდა, ისე მოვიქცეთ და ყველა ბედნიერი იქნება."- დაწერა გოგონამ.

წერილი მაშინ დაიწერა, როცა შეერთებულ შტატებსა და სსრკ-ს შორის ცივი ომი მიმდინარეობდა და შეტაკებების ახალი ეტაპი იგეგმებოდა. ყველაფერი კი იქედან დაიწყო, რომ სამანტამ 1982 წელს ჟურნალმა Time-ში ანდროპოვის პორტრეტი ნახა. გოგონამ ინფორმაცია დედასთან ერთად წაიკითხა და იკითხა: "თუ ყველას ასე ეშინია ანდროპოვის, რატომ არ წერენ მას წერილს და არ ეკითხებიან, აპირებს თუ არა ბირთვული ომის დაწყებას?" მშობლებმა კი ბავშვს უთხრეს, რომ თავად ეცადა ამის გაკეთება. როგორც აშშ-ში, ასევე სსრკ-ში ჩატარებულმა გამოკითხვებმა აჩვენა, რომ ხალხი მართლაც ძალიან ნერვიულობდა და პანიკაში იყო იმის გამო, რომ შეიძლებოდა აშშ-სა და სსრკ-ს შორის ბირთვული ომი დაწყებულიყო, რაც კაცობრიობის განადგურებას გამოიწვევდა. კითხვის გაგრძელება


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა