თეგებით ძიება

თავისი ისტორიითა და მისწრაფებით საქართველო კანდიდატის სტატუსს იმსახურებს - გია მურღულია

თავისი ისტორიითა და მისწრაფებით საქართველო კანდიდატის სტატუსს იმსახურებს. იმედი მაქვს, რომ 15 დეკემბერს ჩვენთვის სასიხარულო საღამო დადგება, - ამის შესახებ ფილოლოგიის დოქტორმა, გია მურღულიამ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

„ჩვენ ვიმსახურებთ ამას მთელი ჩვენი ისტორიითა და მისწრაფებით. აქამდე რთული გზა გამოვიარეთ. რასაკვირველია, თუ ეს გადაწყვეტილება იქნება მიღებული, რისი იმედიც ყველას გვაქვს, ეს იქნება მორიგი წარმატებული ნაბიჯი იმ გზაზე, საითაც ჩვენ ყველა მივდივართ. საბოლოო შედეგი იქნება ევროკავშირის წევრობა. ეს გვინდა ჩვენ. დანარჩენი ყველაფერი ნაბიჯებია ამ გზაზე.

ერთმა ჭკვიანმა კაცმა თქვა, სასწაულები ხანდახან ხდება, მაგრამ ამისთვის ძალიან ბევრი მუშაობაა საჭირო. ეს მუშაობა ჩვენ წინ გველის და არ უნდა გადავდოთ. იმედი მაქვს, რომ 15 რიცხვში ჩვენთვის სასიხარულო საღამო დადგება. მეორე დღიდან ჩვენ მოგვიწევს ხელდაკაპიწებული მუშაობა, რათა ჩვენ უფრო მაღალ საფეხურზე გადავიდეთ“, - აღნიშნა მურღულიამ.

მისივე თქმით, ხანდახან ადამიანებს ევროპელობა გეოგრაფიული მიკუთვნებულობა ჰგონიათ, რაც ასე არ არის.

„ევროპელობა სულის, გონებისა და განწყობის მდგომარეობაა. რას ნიშნავს ჩვენთვის ევროპელობა, ამის ახსნა ზედმეტი მგონია. უამრავმა ქართველმა ისაუბრა ამის თაობაზე და უამრავმა ადამიანმა ამ მიზნისთვის თავი დადო. როდესაც ევროპელობასა და ჩვენს მზაობაზე, საზოგადოების მომზადებაზე ვსაუბრობთ, ჩვენ მხედველობაში უნდა გვქონდეს ის, რომ ევროპელობა, პირველ რიგში, პიროვნების პირველადობაა. ევროპელობა არის თავისუფლება, პასუხისმგებლობა და ასე შემდეგ. ჩემი აზრით, მთავარი გასაღები იმ სივრცეში შესვლის, ეს არის განათლება. ჩვენ კარგად უნდა გვესმოდეს, რომ განათლების წარმატებული რეფორმა საქართველოში იქნება ამ გზაზე საჭირო გადასადგმელი ნაბიჯების უპირველესი გარანტი. ვფიქრობ, ამაზე ჩვენ სეროზულად უნდა ვიფიქროთ“, - განაცხადა მურღულიამ.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა