თეგებით ძიება

ჩვენ მადლიერები ვართ, რომ აზერბაიჯანმა გამოხატა თავისი მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს ევროპული ინტეგრაციის მიმართ - არჩილ თალაკვაძე

პარლამენტის ვიცე-სპიკერის არჩილ თალაკვაძის განცხადებით, საქართველო მადლიერია აზერბაიჯანის მიმართ, რომელმაც ქვეყნის ევროპულ ინტეგრაციაზე თავისი მტკიცე მხარდაჭერა გამოხატა.

თალაკვაძემ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის აზერბაიჯანში ვიზიტი შეაფასა.

„ჩვენ მადლიერები ვართ, რომ აზერბაიჯანმა გამოხატა თავისი მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს ევროპული ინტეგრაციის მიმართ. ეს არის გაგრძელება იმ ურთიერთობებისა და მეგობრობის, რომელიც ჩვენს ქვეყნებსა და მთავრობებს შორის არსებობს.

ბუნებრივია, საქართველო თავის მხრივ მზადაა, შეასრულოს ის მნიშვნელოვანი როლი, რაც რეგიონში მშვიდობისა და უსაფრთხოების მხარდაჭერას სჭირდება“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

შალვა პაპუაშვილი, საპარლამენტო დელეგაციასთან ერთად აზერბაიჯანის რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება. საპარლამენტო დელეგაციას საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ხელმძღვანელობს, პარლამენტის ვიცე-სპიკერი არჩილ თალაკვაძე, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე გრეტა წიწავა, საპარლამენტო უმრავლესობის წევრები: სავალან მირზოევი, ზაურ დარგალი და ფრაქციის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა- გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია“ წევრი რამაზ ნიკოლაიშვილი შედიან.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა