თეგებით ძიება

დიდი იმედი მაქვს, საქართველო სტატუსს მიიღებს, რადგან ეს არის საქართველოს მოქალაქეების ნების აღსრულება - ხატია დეკანოიძე

იმედი მაქვს, საქართველო კანდიდატის სტატუსს მიიღებს, თუმცა ორბანი უკრაინისთვის მოლაპარაკებების გახსნას თუ დაბლოკავს, მცირე შანსი არსებობს, რომ ევროკავშირის გაფართოება შეჩერდეს, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, ხატია დეკანოიძემ განაცხადა.

"იმედია, ევროკავშირის ლიდერები იმ შანტაჟს არ დაექვემდებარებიან, რომელიც უნგრეთის ხელმძღვანელის მიერ არის წამოყენებული. ასეთი ულტიმატუმები იყო შარშანაც, როცა უკრაინამ და მოლდოვამ სტატუსი მიიღეს. ძალიან სამწუხაროა, მაგრამ ეს პოზიცია რუსეთის პოზიციას უახლოვდება. დიდი იმედი მაქვს, საქართველო კანდიდატის სტატუსს მიიღებს, თუმცა ორბანი უკრაინისთვის მოლაპარაკებების გახსნას თუ დაბლოკავს, მცირე შანსი არსებობს, რომ ევროკავშირის გაფართოება შეჩერდეს. ეს თუ მოხდება, შესაძლებელია, გაფართოების ტალღა იმ წერტილამდე გადაიდოს, როცა საბოლოო კონსენსუსი იქნება მიღწეული. მაინც ვფიქრობ, რომ კონსენსუსი შეიძლება იყოს მიღწეული, პოზიტიური მოლოდინი მაქვს. დიდი იმედი მაქვს, საქართველო სტატუსს მიიღებს, რადგან ეს არის საქართველოს მოქალაქეების ნების აღსრულება“, – განაცხადა ხატია დეკანოიძემ.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა