„13 რიცხვი მაქსიმალურად ფრთხილად უნდა გაიაროთ...“ - მიხეილ ცაგარელი გვაფრთხილებს
13 დეკემბერი, ოთხშაბათი ახალმთვარეობაა. აღნიშნული ასტროლოგიური მოვლენა, მზისა და მთვარის შეხვედრა მშვილდოსნის ნიშანში მოხდება, რაც გარკვეულ სირთულეებს შექმნის.
ასტროლოგი მიხეილ ცაგარელი საზოგადოებას მაქსიმალური ყურადღების და სიფრთხილის გამოჩენას სთხოვს.
„ნელ-ნელა მივდივართ უკეთესობისკენ, მაგრამ ერთი დღე ითხოვს განსაკუთრებულ ყურადღებას. ეს არის ოთხშაბათი, 13 რიცხვი, ახალმთვარეობა. ეს ხდება მშვილდოსანში, მზე და მთვარე ხვდებიან ერთმანეთს მშვილდოსანში.
პოზიტივი, იუმორი, სიყვარული უნდა გავცეთ. არ არის საჭირო კონფრონტაცია და საქმის გარჩევა. 13 რიცხვი მაქსიმალურად ფრთხილად უნდა გაიაროთ. ახალი მთვარე ყოველთვის ცდუნებების მომატებას ნიშნავს. შესაბამისად, შეცდომების ალბათობა მოიმატებს. ჯანმრთელობის პრობლემებმა შეიძლება იჩინოს თავი, განსაკუთრებით ღვიძლი, ნაღველი და შარდის ბუშტი. ფრთხილად საკვებთან. არავითარი ზედმეტი ყიდვა-გაყიდვა, ფულის სესხება-გასესხება. დეპრესიული მდგომარეობის ალბათობა იმატებს, სარკაზმი წამოიწევს.
ახალი საქმე არ დაიწყოთ. არავითარი ხელშეკრულებები და ზედმეტი მოლაპარაკებები. ხელოვნებასთან ურთიერთობა კარგია.
13-იდან 2- იანვრამდე პლანეტა მერკური ხდება უკუმავალი, ანუ რეტროგრადული. მერკური ამუხრუჭებს ყველა ახალ იდეას, ხელშეკრულებას, მოლაპარაკებებს და გვაბრუნებს ძველთან. დღეს ფრთხილად იყავით მჭრელ საგნებთან. მთლიანობაში კვირა კარგია, განსაკუთრებით მეორე ნახევარი“, - განაცხადა მიხეილ ცაგარელმა.
წყარო: „პრაიმტაიმი“