თეგებით ძიება
12. 12. 2023 მსოფლიო

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ კანონპროექტი მიიღო, რომელიც რუსული ურანის იმპორტს კრძალავს

ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატამ კანონპროექტი მიიღო, რომელიც რუსული ურანის იმპორტს კრძალავს, - ამის შესახებ ინფორმაციას The Hill-ი ავრცელებს.

„ამჟამად, აშშ-ის უსაფრთხოებისთვის ერთ-ერთ ყველაზე დიდ გამოწვევას რუსეთის მიერ მოწოდებულ ბირთვულ საწვავზე ჩვენი სახიფათო დამოკიდებულება წარმოადგენს“, - განაცხადა კონგრესმენმა ქეითი როჯერსმა.

ენერგეტიკული საინფორმაციო ადმინისტრაციის ცნობით, ურანის უმეტესი ნაწილი, რომელიც აშშ-ის ატომურ ელექტროსადგურებს კვებავს, იმპორტირებულია და დაახლოებით 12% 2022 წელს აშშ-მა რუსეთიდან მიიღო.

რუსული ურანის იმპორტის აკრძალვის შესახებ კანონპროექტი ჯერ აშშ-ის სენატის, ხოლო შემდეგ პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის თანხმობას მოითხოვს და იგი ძალაში 90 დღის შემდეგ შევა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა