ქალბატონ სალომესგან ველოდები ერთადერთ წერილს, სადაც ეწერება, რომ კონსტიტუციას აღარ დაარღვევს - შალვა პაპუაშვილი
„ერთადერთი წერილი, რომელსაც ველოდები სალომე ზურაბიშვილისგან, არის წერილი, სადაც ეწერება, რომ ის დღეის ამას იქით აღარ დაარღვევს კონსტიტუციას“, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
დასმულ კითხვაზე, აპირებს თუ არა პრეზიდენტის მიერ მიწვეულ ღონისძიებაში მონაწილეობას, შალვა პაპუაშვილმა უპასუხა, რომ მისვლას არ აპირებს.
„არ ვაპირებ მისვლას. მე მივიღე მოწვევის წერილი, თუმცა ერთადერთი წერილი, რომელსაც ველოდები ქალბატონ სალომესგან, არის წერილი, სადაც ეწერება, რომ ის დღეის ამას იქით აღარ დაარღვევს კონსტიტუციას, ვიდრე ასეთი წერილი და განცხადება არ იქნება, რომ ის ხელს იღებს კონსტიტუციის დარღვევისგან მომავალში, რა თქმა უნდა, ასეთი მოწვევები არის შეუსაბამო.
ადამიანი, რომელიც არღვევს კონსტიტუციას, ასეთი ღონისძიებების ორგანიზების მორალურ უპირატესობას კარგავს“. – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.