თეგებით ძიება

„თუ საქართველოს ევროპული მომავალი სასწორზე დადგება, მე განვიხილავ ყველაფერს“ - სალომე ზურაბიშვილი

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა „რადიო თავისუფლების“ ჟურნალისტ რეი ფერლონგს რადიო თავისუფლება/თავისუფალი ევროპის პრაღის ოფისში ინტერვიუ მისცა. კითხვაზე, გეგმავს თუ არა პრეზიდენტი მომავალ საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას, სალომე ზურაბიშვილმა უპასუხა:

„ახლა მე ვარ პრეზიდენტი და ჩემი მანდატი საპარლამენტო არჩევნების შემდეგ იწურება და ახალი პარლამენტი ახალ პრეზიდენტს აირჩევს, რადგან ჩვენი კონსტიტუციის თანახმად, ეს იყო ბოლო შემთხვევა, როცა პრეზიდენტი ხალხმა აირჩია. ჩემი გეგმა, თუ შეიძლება დავარქვათ ამას გეგმა, არის მანდატის ბოლომდე მიყვანა და ჩემი როლის შესრულება. პრეზიდენტი უნდა ცდილობდეს კონსენსუსის მიღწევას ღრმა პოლარიზებულ ქვეყანაში. რა თქმა უნდა, ეს არ არის იოლი საქმე საარჩევნო წელს, რომელიც, სავარაუდოდ, კიდევ უფრო დაძაბავს სიტუაციას. კიდევ უფრო მნიშვნელოვანია იმ პოლიტიკური ძალების მხარდაჭერა, რომლებიც ცხრა რეკომენდაციის განხორციელებას ცდილობენ.

თუმცა, ყველაფერი დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ როგორ წავა საქართველო ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულებისკენ.

არჩევნებამდე დარჩენილი დრო უნდა გამოვიყენოთ იმის საჩვენებლად, რომ ვასრულებთ იმ „ავანსს“, რომელიც მიეცა საქართველოს... თუ დავინახავ, რომ სხვა ფორმატია საჭირო ამ ამოცანების შესასრულებლად, მაშინ ვნახავთ“ - განაცხადა ზურაბიშვილმა.

კითხვაზე, ნიშნავს თუ არა ეს იმას, რომ საქართველოს ევროპულ გზაზე წარმატებისთვის, შესაძლოა, პარტიის შექმნა და არჩევნებში მონაწილეობა განიხილოს, ზურაბიშვილმა უპასუხა: „თუ საქართველოს ევროპული მომავალი სასწორზე დადგება, მე განვიხილავ ყველაფერს“.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა