უკრაინას მხარი იქამდე უნდა დავუჭიროთ, სანამ ეს საჭიროა - ურსულა ფონ დერ ლაიენი
უკრაინას მხარი იქამდე უნდა დავუჭიროთ, სანამ ეს საჭიროა, - ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა.
„რადგან ომი გრძელდება, ჩვენ უნდა დავამტკიცოთ ის, თუ რას ნიშნავს უკრაინის მხარდაჭერა იქამდე, სანამ ეს საჭიროა”, - განაცხადა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.
ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ლიდერებს მოუწოდა, რომ უკრაინისთვის ფინანსური დახმარების გამოყოფას მხარი დაუჭირონ.
„უკრაინა არა მხოლოდ დამპყრობლის წინააღმდეგ, არამედ ევროპისთვის იბრძვის და ჩვენს ოჯახთან შეერთება უკრაინის საბოლოო გამარჯვება იქნება. აღნიშნულისთვის ჩვენ გადამწყვეტი როლი უნდა ვითამაშოთ“, - აღნიშნა ევროკომისიის პრეზიდენტმა.