ცნობილია 14 წლის მოზარდის ვინაობა, რომელიც ბოლნისში მომხდარ ავარიას ემსხვერპლა
ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ კოლაგირში ავტოსაგზაო შემთხვევას 14 წლის მოზარდი ემსხვერპლა.
გარდაცვლილი მოზარდი საჰილ მამედოვია. ის დაბა თამარისის საჯარო სკოლაში სწავლობდა.
არსებული ინფორმაციით, ქვეითად მიმავალ არასრულწლოვანს მაღალი სიჩქარით მიმავალი მანქანა დაეჯახა.
მომხდართან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება.