საკუთარ ქვეყანას აგინა და ახლა უნდა, რომ კანდიდატის სტატუსის სუფრაზე დაუპატიჟებლად, ჩანგალზე მივიდეს - მაჭარაშვილი ზურაბიშვილზე
„საკუთარ ქვეყანას აგინა და ახლა უნდა, რომ კანდიდატის სტატუსის სუფრაზე დაუპატიჟებლად, ჩანგალზე მივიდეს. ქალბატონო სალომე, ეს უხერხულია" - ამის შესახებ „ხალხის ძალის“ დეპუტატმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.
„საკუთარ ქვეყანას აგინა და ახლა უნდა, რომ კანდიდატის სტატუსის სუფრაზე დაუპატიჟებლად, ჩანგალზე მივიდეს. ქალბატონო სალომე, ეს უხერხულია. რა თქმა უნდა, ქართული სუფრიდან არავინ გაუგდიათ, მაგრამ მთლად თამადობას ნუ მოინდომებთ – ბოლო წევრად ჭიქა ღვინოს მოგცემენ, თუმცა თუ თქვენს გვერდით გვარამია იქნება, ჭიქაში ჩაიხედოს, საფრთხილოა. ყველამ კარგად დაინახა, სტატუსის მისაღებად რას აკეთებდა „ქართული ოცნება“ და პრეზიდენტი“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.
რაც შეეხება სალომე ზურაბიშვილის მიერ არჩევნებში შესაძლო მონაწილეობის საკითხს, მაჭარაშვილის თქმით, სამწუხაროდ, დიდი ხანია, სალომე ზურაბიშვილმა კურსიდან გადაუხვია.
„ამიტომ მისი ფიქრები, რომ პოლიტიკოსი გახდება, რა თქმა უნდა, აღუსრულებელია. მას ამის შანსი ფორმალურად აქვს, მაგრამ ვერ შედგა ვერც პრეზიდენტად და ვერ შედგება ვერც პოლიტიკოსად, რადგან როცა ქართულ საზოგადოებას შეურაცხყოფას აყენებ, ბუნებრივად ვერ აღიქვამენ ვერც პოლიტიკოსად და მით უმეტეს, ქვეყნის პრეზიდენტად“, – თქვა გურამ მაჭარაშვილმა.