თეგებით ძიება

ჯერ ხასიათზე ვერ იყვნენ, ცოტა ხანში კი საერთოდ აღარ იყვნენ, გაქრა ოპოზიცია დარბაზიდან - მამუკა მდინარაძე

ამ ისტორიამ ყველაფერი აჩვენა - ვინ რას აკეთებს და რა შედეგებამდე მიდის. ამით, რაც მოხდა, ყველაფერი ნათქვამია. ისინი ხასიათზეც კი ლაპარაკობენ ხანდახან. დღეს სხდომათა დარბაზში თუ ხასიათზე შეიძლება რაიმე შეფასება იყოს დამოკიდებული, ალბათ ყველაფერი ითქვა, - ასე გამოეხმაურა მამუკა მდინარაძე კანდიდატის სტატუსი მიღების შემდეგ ოპოზიციის განწყობას. კომენტარი ამ თემაზე მმართველი პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა და ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ჟურნალისტებთან საუბრისას გააკეთა.

„ჯერ ხასიათზე ვერ იყვნენ, მერე, ცოტა ხანში საერთოდ აღარ იყვნენ - გაქრა ოპოზიცია დარბაზიდან. ვერ წარმომედგინა, ასეთი სამსახიობო მონაცემების მქონე ადამიანებს, როგორებიც ჩვენგან მარცხენა მხარეს სხედან, თუ არ შეეძლოთ დღეს თავი მოეთოკათ და ისეთი ხასიათი არ ეჩვენებინათ, რაც აჩვენეს. მაგრამ ამას რომ დავანებოთ თავი, ბუნებრივად რაც აკეთეს 1,5 წლის განმავლობაში, ამის დაგვირგვინება რომ მათთვის ნეგატიური და ქვეყნისთვის პოზიტიური იქნებოდა და თავს ვერ შეიკავებდნენ, ჩვეულებრივი ამბავია“, - განაცხადა მდინარაძემ.

ევროპულმა საბჭომ 14 დეკემბერს საქართველოს კანდიდატის სტატუსი მიანიჭა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა