თეგებით ძიება

გამომსვლელებში არაა, ტაეკვანდოს მეთოდებით თუ შეეცდება სცენაზე შერბენას, არ ვიცი - მდინარაძე ზურაბიშვილზე

“ქართული ოცნების” აღმასრულებელი მდივანი, მამუკა მდინარაძე პრეზიდენტს კიდევ ერთხელ აკრიტიკებს და ამბობს, რომ ის დღეს, მთავრობის მიერ ორგანიზებულ ზეიმზე, სადაც სტატუსის მიღება უნდა აღნიშნონ, გამომსვლელთა სიაში არაა.

“ამ ქალმა მართლა ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ საქართველოს კანდიდატის სტატუსი არ მიღეო პრეზიდენტად წოდებულმა ადამიანმა იკადრა და თავის ქვეყანაზე თქვა, რომ ის არც შარშან იმსახურებდა და არც წელს იმსახურებს კანდიდატის სტატუსს, ახლა ის ადამიანი, რომელიც ამას ამბობდა თავის ქვეყანაზე, საკუთარ სამშობლოზე, მოდის და ცდილობს მოაჩვენოს საზოგადოებას, რომ მას ეზეიმება, ამბავში უნდა გაერიოს. […] ლეგიტიმაცია არ აქვს ამ ადამიანს, რომ იქ იყოს, არ აქვს, მას პრეზიდენტის ლეგიტიმაცია არ აქვს, იმპიჩმენტი მას შემთხვევით ჩვენ არ გამოვუცხადეთ, ბევრი უხერხულობაც ავირიდეთ თავიდან და დავაფიქსირეთ, რომ ეს ადამიანი ვინც აირჩია, იმ ხალხის რჩეულ ხელისუფლებას აღარ მიაჩნია პრეზიდენტად, შესაბამისად, სცენარი როცა გაიწერა, ამ სცენარში მე ვიცი, რომ მთავრობა ამაში ჩართული იყო, ის გამომსვლელად არ არის გათვალისწინებული. ტაეკვანდოს მეთოდებით თუ შეეცდება სცენაზე შერბენას და რაღაცეებს ეს არ ვიცი”, – ამბობს მდინარაძე.

ინფორმაციისთვის, გუშინ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილიგამოეხმაურა ირაკლი ღარიბაშვილის მიერ დაანონსებულ ღონისძიებას, რომელიც დღეს, 15 დეკემბერს, 17:00 საათზე, თავისუფლების მოედანზე გაიმართება.

“მე ვუერთდები ამ ზეიმს. თქვენც უნდა შეუერთდეთ. ყველანი ერთად უნდა ვიდგეთ ხვალ, იმიტომ რომ ეს იქნება საქართველოს ზეიმი. და მე მზად ვარ, რომ ყველაფერში მივიღო მონაწილეობა. თუ ტრიბუნაზე მიმიწვევენ, კარგი, თუ არა, ხალხში ვიქნები”, – განაცხადა ზურაბიშვილმა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა