სალომე ზურაბიშვილი თავისუფლების მოედანზე „ოცნების“ ორგანიზებულ ღონისძიებაზე მივიდა
საქართელოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი თავისუფლების მოედანზე მივიდა, სადაც კანდიდატის სტატუსის მიღებისადმი მიძღვნილი ღონისძიება მიმდინარეობს.
"ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი ევროპისკენ, რომელსაც ვულოცავ მე სრულიად საქართველოს, აქ მდგომ ადამიანებს, ვინც არ უნდა იყვნენ, რა მხარეს არ უნდა იდგნენ სხვა პოლიტიკურ საკითხებზე. ვულოცავ რეგიონებში მყოფ ადამიანებს, აფხაზეთში და სამხრეთ ოსეთში ჩვენ მოქალაქეებს, რომელსაც ასევე უხარიათ დღევანდელი დღე. ეს არის დიდი ზეიმი და ძალიან მიხარია, რომ ყველა აქ დგას ერთად", - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
ტრიბუნიდან მიმართვასთან დაკავშირებით დასმულ კითხვაზე, სალომე ზურაბიშვილი განაცხადა: "თუ მომცემენ ძალიან კარგი, თუ არ მომცემენ კარგი".