თეგებით ძიება

ნოემბერში ყველაზე მეტი თანხა რუსეთიდან გადმოირიცხა - ეროვნული ბანკი

ეროვნული ბანკის მონაცემებით, 2023 წლის ნოემბერში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 292.7 მლნ აშშ დოლარი (792.2 მლნ ლარი) შეადგინა. ეს 43.8%-ით (228.4 მლნ აშშ დოლარით) ნაკლებია 2022 წლის ნოემბერის ანალოგიურ მაჩვენებელზე.

რუსეთის წილი მთლიან ჩარიცხულ მოცულობაში 25.74%-ია. იხილეთ ქვეყნების ათეული, საიდანაც ნომებერში ყველაზე მეტი თანხა გადმოირიცხა:

რუსეთი - 75.34 მლნ აშშ დოლარი;იტალია - 42.80 მლნ აშშ დოლარი;აშშ - 40.75 მლნ აშშ დოლარი;გერანია - 20.34 მლნ აშშ დოლარი;საბერძნეთი - 20.11 მლნ აშშ დოლარი;ისრაელი - 18.60 მლნ აშშ დოლარი;ყაზახეთ - 18.13 მლნ აშშ დოლარი;თურქეთი - 7.82 მლნ აშშ დოლარი;ესპნაეთი - 4.97 მლნ აშშ დოლარი;საფრანგეთი - 4.51 მლნ აშშ დოლარი. 


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა