თეგებით ძიება

არ უნდა ეცადონ პროვოკაციას, როცა იციან მისი მდგომარეობა - რას ამბობს მარიტა გუტაშვილის ადვოკატი?

მარიტა გუტაშვილის ინტერესებს ადამიანის უფლებათა ცენტრი დაიცავს. ინფორმაცია "პირველებს" ადვოკატმა ნესტან ლონდარიძემ დაუდასტურა.

ახალგაზრდა ქალს, რომელმაც შოვის ტრაგედიის დროოს ოჯახის ცხრა წევრი დაკარგა, გავრცელებული ინფორმაციით, ონის მერიის შენობიის დარბევას ედავებიან.

ლონდარიძის თქმით, გუტაშვილს, რომელიც უმძიმეს ფსიქოლოგიურ მდგომარეობაშია ახლობლების დაკარგვის გამო, "ქართული ოცნების" ადგლობრივი აქტივი პროვოკაციებს უწყობს.

არ უნდა ეცადონ პროვოკაციას აქეთ, მაშინ, როდესაც იციან ამის მდგომარეობა. მე ვეცნობი შოვის საქმეს, მე რა მასალასაც ვეცნობი,  მე ფოტოსურათებით ვეცნობი და შოკში ვარ, ძალიან რთულია, ემოციურად ეს ყველაფერი გადაიტანო და მარიტამ ეს ნახა რეალურად. ამდენი ასეთ მდგომარეობაში მიცვალებული ჩაიბარა და მგონი, იქაც უნდა ითვალისწინებდნენ,“ - ამბობს ადვოკატი.

ონის მერიის შენობა დაარბიეს. დაზიანებულია საკონფერენციო დარბაზი და ინვენტარი. "მთის ამბები" წერს, რომ მერიის შენობაში მარიტა გუტაშვილი შეიჭრა, ახალგაზრდა ქალი, რომელსაც შოვის ტრაგედიის დროს ოჯახის შვიდი წევრი დაეღუპა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა