თეგებით ძიება
18. 12. 2023 მსოფლიო

საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე იპოვეს პომიდორი, რომლის შეჭმასაც ამერიკელ ასტრონავტს აბრალებდნენ

საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე იპოვეს პომიდორი, რომლის შეჭმასაც ამერიკელ ასტრონავტს, ფრანცისკო რუბიოს აბრალებდნენ. ამის შესახებ The New York Times-ი წერს.

გამოცემის ინფორმაციით, საუბარია პომიდორზე, რომელიც ასტრონავტებმა სადგურზე მიკროგრავიტაციის პირობებში გაზარდეს. თუმცა 8 თვის წინ პომიდორი დაიკარგა, როდესაც მოსავალს რუბიო უვლიდა. როდესაც რუბიო დედამიწაზე დაბრუნდა, პრესკონფერენციაზე ეჭვი გამოთქვა, რომ მას ბოსტნეულის შეჭმას დააბრალებდნენ. მან განმარტა რომ დაკარგულ პამიდორს 20 საათის განმავლობაში უშედეგოდ ეძებდა.

„ახლა შეგვიძლია გავამართლოთ რუბიო. პომიდორი ვიპოვეთ“, - განაცხადა NASA-ს ასტრონავტმა ჟასმინ მოგბელიმ. მას არ დაუზუსტებია სად და რა მდგომარეობაში ვიპოვეთ პომიდორი.

საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე არსებობს ბოსტნეულის წარმოების სისტემა Veggie. NASA-ში მიიჩნევენ, რომ ეს საქმიანობა მეცნიერებს შეუფასებელ ცოდნას აძლევს და მომავალში ასტორნავტებს დიდი სარგებელს მოუტანს.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა