თეგებით ძიება

გაზრდილი ექსპორტი, რომელ ქვეყნებში გადის ქართული პროდუქტი

2023 წლის იანვარ-ნოემბერში საქართველოდან განხორციელებული საქონლის ექსპორტის მოცულობამ (არადეკლარირებული ექსპორტის გარეშე) 5,584 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა, რაც 11.1%-ით მეტია გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, ადგილობრივი ექსპორტი (ექსპორტი რეექსპორტის გარეშე), მთლიანი ექსპორტის 46.0 %-ს შეადგენს. აღნიშნული მაჩვენებელი წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 24.3%-ით შემცირდა და 2,569 მლრდ აშშ დოლარს გაუტოლდა.

ამასთან, 2023 წლის იანვარ-ნოემბერში ათი უმსხვილესი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან ადგილობრივ ექსპორტში 73.3% შეადგინა. ამ მხრივ, უმსხვილესი საექსპორტო პარტნიორებია: რუსეთი (495.2 მლნ. აშშ დოლარი), თურქეთი (328.7 მლნ. აშშ დოლარი) და ბულგარეთი (247.6 მლნ. აშშ დოლარი).

უმსხვილესი საექსპორტო ქვეყნების ჩამონათვალი ადგილობრივ ექსპორტში შემდეგნაირად გამოიყურება:

რუსეთი - 495 184 მლნ აშშ დოლარი (19,3%)

თურქეთი - 328 703 მლნ აშშ დოლარი (12.8%)

ბულგარეთი - 247 595 მლნ აშშ დოლარი (9.6%)

ჩინეთი - 246 129 მლნ აშშ დოლარი (9.6%)

სომხეთი - 142 320 მლნ აშშ დოლარი (5.5%)

აზერბაიჯანი - 138 375 მლნ აშშ დოლარი (5.4%)

შვეიცარია - 79 016 მლნ აშშ დოლარი (3.1%)

აშშ - 71 413 მლნ აშშ დოლარი (2.8%)

ესპანეთი - 69 693 მლნ აშშ დოლარი (2.7%)

უკრაინა - 65 761 მლნ აშშ დოლარი (2.6%)

წყარო :  bpn.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა