თეგებით ძიება

ბავშვს სკალპის 2/3 გადაუნერგეს - როგორია პიტბულის დაკბენილი, 2 წლის ბიჭუნას მდგომარეობა თითქმის 13-საათიანი ოპერაციის შემდეგ? (ვიდეო)

გუ­რი­ა­ში პიტ­ბუ­ლის მიერ დაკ­ბე­ნილ 2 წლის ლა­ზა­რეს ოპე­რა­ცია ჩა­უ­ტარ­და.

რო­გორც გუ­შინ "იაშ­ვი­ლის სა­ხე­ლო­ბის ბავ­შვთა ცენ­ტრა­ლუ­რი სა­ა­ვად­მყო­ფოს“ სა­მე­დი­ცი­ნო დი­რექ­ტორ­მა ივა­ნე ჩხა­ი­ძემ გა­ნა­ცხა­და, ოპე­რა­ცია 12 სა­ათ­ზე მეტ ხანს გაგ­რძელ­და.

"ჩვენ რაც გა­ვა­კე­თეთ, იყო პირ­ვე­ლა­დი შე­ფა­სე­ბა, ნე­ი­რო­ქი­რურ­გი­უ­ლი ჩა­რე­ვა. და­ზი­ა­ნე­ბუ­ლი კა­ნის მო­ცი­ლე­ბა და გა­სუფ­თა­ვე­ბა. და­ზი­ა­ნე­ბის დიდი მო­ცუ­ლო­ბის გამო, ინ­ფექ­ცი­ის გავ­რცე­ლე­ბის რის­კი იყო. პირ­ვე­ლი ეტა­პი წარ­მა­ტე­ბით დას­რულ­და. პლას­ტი­კურ­მა ქი­რურ­გმა შე­ა­ფა­სა ბავ­შვის მდგო­მა­რე­ო­ბა და გა­და­წყდა პლას­ტი­კუ­რი ოპე­რა­ცი­ის ჩა­ტა­რე­ბა. ოპე­რა­ცია და­წყე­ბუ­ლია და დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ დაბ­რუნ­დე­ბა ჩვენ­თან კლი­ნი­კა­ში“, - აღ­ნიშ­ნა ჩხა­ი­ძემ.

გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ჩა­ტარ­და პლას­ტი­კუ­რი ოპე­რა­ცი­აც, ბავ­შვის მდგო­მა­რე­ო­ბა ახლა სტა­ბი­ლუ­რია და დღეს პა­ლა­ტა­ში გა­და­იყ­ვა­ნენ. რო­გორც ექიმ­მა მე­დი­ას­თან აღ­ნიშ­ნა, ლა­ზა­რეს შემ­თხვე­ვა­ში კა­ნის გა­და­ნერგვა გა­და­უ­დე­ბე­ლი აუ­ცი­ლებ­ლო­ბა იყო, რად­გან ბავ­შვის თა­ვის ქა­ლის დე­ფექ­ტი სი­ცო­ცხლეს­თან შე­უ­თავ­სე­ბე­ლი იყო.

"რო­გორც ექი­მე­ბი ამ­ბო­ბენ, ოპე­რა­ცი­ამ მო­სა­ლოდ­ნელ­ზე უკე­თე­სად ჩა­ი­ა­რა. სკალ­პის 2/3 არის გა­და­ნერ­გი­ლი ბავ­შვის სხე­უ­ლი­დან აღე­ბუ­ლი მა­სა­ლით... 48 სა­ა­თია კრი­ტი­კუ­ლი და შემ­დეგ 6 დღე. სი­ცხე­ე­ბი აქვს, მაგ­რამ მისი მდგო­მა­რე­ო­ბა და­მაკ­მა­ყო­ფი­ლე­ბე­ლია". - გა­ნა­ცხა­და და­შა­ვე­ბუ­ლი ბავ­შვის ოჯა­ხის ახ­ლო­ბელ­მა "მთა­ვარ არხთან".

ორ კვი­რა­ში ლა­ზა­რეს მე­ო­რე ოპე­რა­ცი­ას გა­უ­კე­თე­ბენ, რათა ძვლო­ვა­ნი დე­ფექ­ტი სრუ­ლად და­ი­ხუ­როს. შე­გახ­სე­ნებთ, ოზურ­გეთ­ში ლა­ზა­რე და მისი 6 წლის ძმა ძაღ­ლმა 16 დე­კემ­ბერს დაკბი­ნა.

ნახეთ ვიდეო


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა