თეგებით ძიება

ხელოვნურმა ინტელექტმა ფალსიფიცირებული ღვინის ამოცნობა ისწავლა

შვეიცარიელმა მეცნიერებმა  ხელოვნური ინტელექტის ალგორითმს ქიმიური ანალიზის საფუძველზე ღვინის წარმოშობის დადგენა ასწავლეს. ამის საშუალებით შესაძლებელია ფალსიფიცირებული პროდუქტის ამოცნობა.

პროგრამამ სხვადასხვა ნაერთის შემადგენლობებში განსხვავებები გამოავლინა და, საბოლოოდ, არა მარტო ყურძნის მწარმოებელი რეგიონის, არამედ კონკრეტული მამულის დასახელებაც კი შეძლო.

პროგრამის მოსამზადებლად ჟენევის უნივერსიტეტის გუნდმა 80 ღვინის ნიმუში გამოიყენა, რომლებიც ბორდოს რეგიონის 7 სხვადასხვა ღვინის ქარხანაში, 12 წლის განმავლობაში დამზადდა. ალგორითმმა ღვინოში ნაპოვნი ყველა ქიმიური ნივთიერება შეისწავლა და თითოეულისთვის ყველაზე სანდო შემადგენლობა დაადგინა. შედეგები ცხრილის სახით წარმოადგინეს, სადაც მსგავსი შემადგენლობის ღვინოები დაჯგუფდა.

მკვლევარების განმარტებით, ღვინოში სხვადასხვა ელემენტის შემცველობაზე ისეთი ფაქტორები ახდენს გავლენას, როგორიცაა ყურძნის ჯიში, ნიადაგი, მიკროკლიმატი, მეღვინეობის პროცესი და ა.შ.

ხელოვნური ინტელექტის დახმარებით შესაძლებელია, შევზღუდოთ ფალსიფიცირებული ღვინის გავრცელება, ასევე ღვინის ხარისხზე დაკვირვება მისი წარმოების ყველა ეტაპზე, - წერს The Guardian.

წყარო : funtime


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა