„ვინმეს მართლა სჯერა, რომ ქვეყანას ღარიბაშვილი და კობახიძე მართავს?“ - ვასო ურუშაძე
ექსპერტი სატრანსპორტო საკითხებში, ვასო ურუშაძე სოციალურ ქსელში წერს:
„ვინმეს მართლა სჯერა, რომ ქვეყანას ღარიბაშვილი და კობახიძე მართავს?
საქართველოში სახემლწიფო ძალაუფლება მიტაცებულია ბიძინა ივანიშვილის რუსული ოლიგარქიული კლანის მიერ და იმართება არაფორმალური პირების გავლენებით, რომლის ვერტიკალსაც წარმოადგენს მისი უახლოესი გარემოცვა, ოთარ ფარცხალაძე, უჩა მამაცაშვილი, შმაგი კობახიძე, გიორგი (რიჟა) კაპანაძე, ვანო ჩხარტიშვილი, ირაკლი რუხაძე და მათი განშტოებები.
კორუფციაში ჩაფლული სახელმწიფო ჩინოვნიკები კი არიან ივანიშვილის კლანის არაფორმალური მმართველების უსიტყვო მორჩილები და უბრალოდ შემსრულებლები.“