ოპოზიციას ვთავაზობ, შეიქმნას პოლიტიკური აქტიურობის ერთიანობის კომიტეტი, სუპერ პაკ-ი - სააკაშვილი
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილის ოპოზიციას პოლიტიკური აქტიურობის ერთიანობის კომიტეტის შექმნას სთავაზობს.
როგორც მიხეილ სააკაშვილმა სასამართლოს სხდომაზე განაცხადა, კომიტეტში უნდა იყოს 20-25 ადამიანი და უნდა იყოს მუდმივი სათათბირო.
„ჩვენ გვჭირდება ოპოზიციის სრული კოორდინაცია, მიუხედავად სხვადასხვა შეხედულებებისა, კოორდინაციის გარეშე საქმე არ კეთდება. ძალა ერთობაშია, ამაში აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ. მინდა, შევთავაზო ოპოზიციას „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ერთად პოლიტიკური აქტიურობისა და ერთობის კომიტეტის შექმნა, როგორც არის აშშ-ში კომიტეტები. მასში უნდა შევიდეს „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, ფრაქციის თავმჯდომარე, გენერალური მდივანი, პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე და ასევე უნდა შევიდნენ საზოგადოებისთვის ცნობილი პირები, რომლებიც აუცილებელი არ არის, რომ იყვნენ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები. კომიტეტში უნდა შევიდეს სოფო ჯაფარიძე, რომელიც იქნება ჩემი წარმომადგენელი. მინდა, ყველას ვუთხრა, რომ ამ კომიტეტის, ამ სუპერ პაკეტთან ერთად, ეს უნდა იყოს იდეების გენერირების ადგილი, უნდა იყოს პრაქტიკულად ყოველგვარი ბიუროკრატიისგან თავისუფალი, მოქნილი ეროვნული თანხმობის სტრუქტურას. ეს იქნება ჩქარი რეაგირების ადგილი და სხვებთან დიალოგის ადგილი. ჩვენ არავითარ შემთხვევაში არ უნდა ჩავიკეტოთ, შევიდეთ ამ კომიტეტის შემადგენლობაში, თქვენთან ერთად ვითათბიროთ და თქვენთან ერთად შევქმნათ ის ვითარება, რომელიც სრულიად არაორაზროვნად ქმნის ჩვენ გავრცელებას, ბრძოლისუნარიანობას. ამ მიმართულებით ყველაფერი ერთად უნდა გავაკეთოთ. მინდა ვთქვა, რომ ამ მიმართულებით ჩვენ ნამდვილად ძალიან სწრაფად წავიწევთ წინ. ამიტომ სუპერ პაკი, პირველ ეტაპზე იქნება პაკ-ი, პოლიტიკური აქტიურობის ერთიანობის კომიტეტი, რომელიც 20-25 ადამიანი შევიდეს და უნდა იყოს მუდმივი სათათბირო. შეიძლება, მომავალში ამის თავმჯდომარეც ავირჩიოთ, როგორც გადავწყვეტთ ყველა ერთად. რაც მთავარია, ეს უნდა იყოს მაენერგიზირებელი, რადგან ამ დისტანციაზე უკან დახევა აღარ შეიძლება“, – განაცხადა სააკაშვილმა.