2023 წლის ნოემბერში 9 600 ლარზე მაღალ ხელფასს დასაქმებულთა 2% იღებდა - PMCG
2023 წლის ნოემბერში 9 600 ლარზე მაღალ ხელფასს დასაქმებულთა 2% იღებდა, - ამის შესახებ PMCG კვლევითი ცენტრის დასაქმების თრექერში წერია.
ორგანიზაცია წერს, რომ მიმდინარე წლის მონაცემები 2022 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 0.4 პროცენტული პუნქტით, ხოლო 2021 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 0.7 პროცენტული პუნქტით გაზრდილი მაჩვენებელია.
იმ დასაქმებულთა რაოდენობა კი, რომლებიც 2 400 ლარს ან უფრო მაღალ თვიურ ხელფასს იღებენ, ნოემბერში 23,2% - ია. რაც 2022 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 4.7 პროცენტული პუნქტით, ხოლო 2021 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 7.9 პროცენტული პუნქტით გაზრდილი მაჩვენებელია.
ნულიდან - 600 ლარამდე თვიური ხელფასი კი დასაქმებულთა 17.7%-ს ერიცხება, ეს მონაცემები 2022 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 3.5 პროცენტული პუნქტით, ხოლო 2021 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 9.3 პროცენტულ პუნქტით შემცირებული მაჩვენებელია.
ასევე, ირკვევა, რომ 2023 წლის ნოემბერში თვიურად ანაზღაურებად სამსახურში დასაქმებული ადამიანების რაოდენობა, 2022 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 3.9%-ით, ხოლო 2021 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 4.4%-ით არის გაზრდილი.