თეგებით ძიება
22. 12. 2023 მსოფლიო

აზერბაიჯანული მედია ქვეყნის ტერიტორიაზე ფრანგული ჯაშუშური ქსელის გამოაშკარავების შესახებ წერს

აზერბაიჯანის ტერიტორიაზე საფრანგეთის საელჩოს რეზიდენტურა გამოაშკარავდა, რომელიც საფრანგეთის პარტნიორების სახელით ცნობილი ქვეყნების წარმომადგენლების წინააღმდეგ, ჯაშუშურ საქმიანობას ახორციელებდა. ამის შესახებ აზერბაიჯანული მედია წერს.

გავრცელებული ინფორმაციით, საფრანგეთის მოქალაქემ აზერბაიჯანის სამართალდამცავ ორგანოებთან თანამშრომლობა ნებაყოფლობით დაიწყო. შედეგად გამოვლინდა ათობით ფრანგი საიდუმლო აგენტი, რომელთა ნაწილი მუშაობდა და აგრძელებს საქმიანობას აზერბაიჯანში, ნაწილი კი, ამჟამად მეზობელ ქვეყნებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებში მუშაობს.

როგორც ადგილობრივი მედია იუწყება, აზერბაიჯანის სპეცსამსახურებს გადაეცათ მტკიცებულებები და დოკუმენტები სამხრეთ კავკასიის, ახლო აღმოსავლეთის, უკრაინასა და მოლდოვაში საფრანგეთის რეზიდენციის საქმიანობის შესახებ.

ამასთან, ზოგიერთი უცხოური მედია იმ ქვეყნების ჩამონათვალში, სადაც, მათივე მტკიცებით, ფრანგული ჯაშუშური ქსელი გამოვლინდა, საქართველოსაც მოიხსენიებს.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა