"უპრეცედენტო ოპერაციისთვის ამზადებენ, რომელსაც ადამიანების ნეიროქირურგები გააკეთებენ” – დაშავებული მიუსაფარის მდგომარეობა მძიმეა
დაშავებული მიუსაფარი ძაღლი, რომელსაც, სავარაუდოდ, პიროტექნიკა აუფეთქეს პირში, უმძიმეს მდგომარეობაშია. მას ამ წუთებში რთული ოპერაციისთვის ამზადებენ, რომელსაც ადამიანების ნეიროქირურგები ჩაატარებენ.
"იწყება მზადება უპრეცედენტო ოპერაციისთვის. ჩვენს,უკვე ყველას ძაღლს, თავის ქალის დეკომპრესიული ტრეპანაცია გაუკეთდება. ამ ოპერაციას ადამიანების ნეიროქირურგები გააკეთებენ.
სხვა გზა უბრალოდ აღარაა… უნდა გაუძლოს”, – წერს ცხოველთა უფლებების დამცველი, მიშა კაჭკაჭიშვილი, რომელმაც ძაღლი ბაღდათიდან თბილისში ჩამოიყვანა და პატრონობს.
მძიმე დაზიანებებთან ერთად ძაღლს კისტის ან პნევმატური იარაღის ტყვია აღმოაჩნდა სხეულში. როგორც ჩანს, ძაღლი დიდი ხანია, წამების და არაადამიანური მოპყრობის მსხვერპლია.