თეგებით ძიება

"ქირურგიული ჩარევა გახდა საჭირო“ – რა შეემთხვა ანუკი არეშიძეს?

დიზაინერი, ანუკი არეშიძე, რომელიც რამდენიმე თვის წინ წაიქცა და მარცხენა ბეჭი დაიზიანა, სოციალური ქსელის გამომწერებს ჯანმრთელობის და მკურნალობის კურსის მიმდინარეობის შესახებ აწვდის ინფორმაციას.

"დაცემის შემდეგ დავიწყე ვარჯიში, რამაც სამწუხაროდ, 2 ტიპის დაზიანება გამოიწვია. თავიდან ფიზიოთერაპიას ვიტარებდი გამოჯანმრთელებისთვის, მაგრამ ორი თვის შემდეგ ქირურგიული ჩარევა გახდა საჭირო.

ამჟამად, ექვსკვირიან სარეაბილიტაციო პროგრამას გავდივარ. ველი, რომ აღდგენის მთლიანი პროცესი, დაახლოებით, 6 თვე გაგრძელდება.

მსურდა ყველასთვის გამეზიარებინა ეს სიახლე და მადლიერება გამომეხატა მხარდაჭერისთვის, რომელიც თქვენგან მივიღე“, – წერს ანუკი არეშიძე.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა