თეგებით ძიება

ქეთა თოფურიამ საახალწლო კონცერტში მონაწილეობაზე უარი თქვა

ჯგუფ "A-Studio"-ს სო­ლის­ტმა ქეთი თო­ფუ­რი­ამ რუ­სულ არხ MUZ-TV-ს სა­ა­ხალ­წლო შო­უ­ში გა­მოს­ვლა­ზე უარი უთხრა. არა­და, ეს რუსი ვარ­სკვლა­ვე­ბის­თვის ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე შე­მო­სავ­ლი­ა­ნი ღო­ნის­ძი­ე­ბაა, რო­მე­ლიც პირ­და­პირ ეთერ­ში გა­და­ი­ცე­მა და უამ­რა­ვი ადა­მი­ა­ნი უყუ­რებს. მას რუ­სულ მე­დი­ას­თან გან­მარ­ტე­ბის გა­კე­თე­ბა მო­უ­წია. რო­გორც ირ­კვე­ვა, ქე­თამ უარი თქვა სა­ა­ხალ­წლო გა­მოს­ვლა­ზე, რად­გან სურს დღე­სას­წა­უ­ლი შვი­ლებ­თან ერ­თად გა­ა­ტა­როს.

„ახალ წელს არ ვმუშაობ. მე ვცდილობ ამის მიღწევას მრავალი წელია. ახალი წელი,  ოჯახური დღესასწაულია. სიმართლე გითხრათ, აქამდე, მეზიზღებოდა ახალი წელი. ახლა როცა შვილები მყავს და მათ ვუყურებ, ვხვდები, რომ აღმერთებენ. წარმოიდგინეთ, ამ დროს დედა სადმე კონცერტზე გამოსასვლელად უნდა წავიდეს. როდესაც მივხვდი, რომ ეს ბავშვებისთვის სასწაულია, გადავწყვიტე ამ ყველაფრისთვის ხელი შემეწყო“,- ამბობს ქეთა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა