2023 წლის 11 თვეში საქართველოს ეკონომიკა 6.9%-ით გაიზარდა
2023 წლის 11 თვეში საქართველოს ეკონომიკა 6.9%-ით გაიზარდა - ამის შესახებ საქსტატის მიერ დღეს გამოქვეყნებული ანგარიშიდან ხდება ცნობილი. ნოემბერში კი ეკონომიკურმა ზრდამ 5.9% შეადგინა. საქსტატის თანახმად, კერძო სექტორის ბრუნვამ 12.3 მილიარდი ლარი შეადგინა, რაც წინა წელთან შედარებით 2.6%-ით მეტია.
ეკონომიკის სექტორებს შორის კლება ენერგეტიკისა და მრეწველობის სფეროებში ფიქსირდება.
"2023 წლის ნოემბერში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ზრდის მიმართულებით
მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა შემდეგმა დარგებმა: საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობა,
მშენებლობა, პროფესიული, სამეცნიერო-ტექნიკური საქმიანობები და ვაჭრობა.
კლების ტენდენცია დაფიქსირდა დამმუშავებელი მრეწველობის, ენერგეტიკის, ასევე ტრანსპორტის და დასაწყობების სექტორებში,"- ნათქვამია საქსტატის ანგარიშში.