თეგებით ძიება

91 მლნ დოლარის ბუნებრივი აირი 11 თვეში - რუსული გაზპრომი ქართულ ბაზარს იპყრობს

რუსული გაზპრომი ქართულ  ბაზარს იპყრობს. მხოლოდ ერთ წელში ოკუპანტი ქვეყნისგან 65%-ით უფრო მეტი ბუნებრივი აირი შევისყიდეთ. საუბარია 91 მლნ დოლარის ღირებულების ბუნებრივ აირზე 11 თვეში.  

ეკონომისტების საფრთხეებზე საუბრობენ. გიგა ბედინეიშვილი ამბობს, რომ ნაღმი, რომელიც ამ ეკონომიკური დამოკიდებულებით ხელისუფლებამ ჩადო, აუცილებლად წინ დაგვხდება.

"ნელ-ნელა იზრდებოდა მუდმივად ეს დამოკიდებულება რუსულ გაზზე. მე მგონია ორი მიზეზი, ერთი კორუფციულია და მეორე, ზოგადად, პოლიტიკური ლოიალობა რუსების მიმართ, რომელიც "ქართულ ოცნებას" აქვს, პრორუსული მიდრეკილებები აქვს. ამის შეეგია, რომ ჩვენ ახლა გაზრდილი დამოკიდებულება გვაქვს რუსულ ეკონომიკაზე ზოგადად, თან რუსებს ვეხმარებით საერთაშორისო სანქციების გვერდის ავლაში და თან ჩვენც უფრო ჩამოვეკიდდეთ რუსეთს. შარშანდელი და წლევანდელი პირველი ნახევარი წლის სწრაფი ეკონომიკური ზრდა იყო, მაგრამ ეს ნაღმი, რომელიც ჩვენ ჩავდეთ ამ ბოლო წლებში, წინ დაგხვდება, - ამბობს გიგა ბედინეიშვილი. 

რუსეთის მხრიდან მოსალოდნელ საფრთხეებზე საუბრობს ოპოზიციაც. 

"მახსოვს არაერთხელ, რუსეთზე დამოკიდებულები როცა ვიყავით გაზით და ელექტროენერგიით, როგორ გამოიყენა მან ეს ბერკეტი საჭიროების შემთხვევაში და რა უქნეს საქართველოს, ჩააბნელეს და ყინვაში ამყოფებდნენ. ახლაც საქართველოს ბაზრის ათვისება ხდება სრულად რუსული გაზით და ძალიან მალე შეიძლება სრულად რუსულ გაზზე გადავიდეთ გაზპრომიდან ანუ რუსი ოლიგარქი ივანიშვილის სახელმწიფო, მთავრობა პირდაპირ ამდიდრებს პუტინის პირად კომპანიას გაზპრომს, რომელზეც დგას, ფაქტობრივად, მთელი რუსეთი და აფინანსებს, ამთ შორის, უკრაინის ომს", - ამბობს ენმ-ს წევრი ირაკლი ნადირაძე. 

ოპოზიცია რუსული გაზის იმპორტის დაუყოვნებლივ შეწყვეტას ითხოვს. 


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა