თეგებით ძიება

„საქართველო მთლიანად დაიბრუნებს აფხაზეთს“ - ლელა კაკულიას წინასწარმეტყველება

ოკუპირებულ ტერიტოტიებთან დაკავშირებით, ვრცელდება ქართველი ნათელმხილველის, ლელა კაკულიას წინასწარმეტყველება.

„გთავაზობთ, ლელა კაკულიას უახლეს წინასწარმეტყველებას. ქვეყნდება პირველად.

2023 წელი, 27 დეკემბერი

აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობის გადაწყვეტილებას ბიჭვინთის აგარაკის რუსეთისთვის გადაცემასთან დაკავშირებით, კოსმოსი მნიშვნელობას არ ანიჭებს, ვინაიდან ეს დროებითი მოვლენაა. რაღაი დღეს თანამდებობები აქვთ, თავი რაღაც ჰგონიათ აფხაზეთის ვითომ პრეზიდენტსა და ვითომ პარლამენტს, და რუსეთის ხელმძღვანელებსაც. მაგრამ იმედი უნდა გავუცრუო: ხვალ სავარძლებიდან გადააგორებენ, სულ სხვა მთავრობა მოვა და ყველაფერი სხვაგვარად იქნება.

პირდაპირ ახლა მკაფიოდ ვხედავ, რომ რუსეთის ტაქტიკა აფხაზეთის საკითხში ძალიან შეიცვლება.

ვხედავ, რომ სოხუმამდე ტერიტორიისა და თავად სოხუმის დაბრუნებას გადაწყვეტენ, მის იქით კი რუსეთიაო, განაცხადებენ. მაგრამ, დიდი ბოდიში, საქართველო მაინც მთლიანად დაიბრუნებს აფხაზეთს — არავის არაფერს არ დავუტოვებთ. ასეთია წინასწარმეტყველება, რომელიც აუცილებლად ისე სრულდება, როგორც წარმოითქმება.

სხვათა შორის, ჩვენი მთავრობა უნდა დათანხმდეს რუსეთის ამ წინადადებას — პოლიტიკურ მანერას "მე ამას მოგცემ, შენ ამაში დამეხმარე", იმიტომ, რომ ეს ძალიან გვაახლოებს სოხუმს მიღმა ტერიტორიასთან, რომელსაც მაინც დავიბრუნებთ — მაინც!!!

ეს არის ჩემი ადრინდელი, 1996 წლის 10 მაისის წინასწარმეტყველების ასრულების დასაწყისი:  რუსეთი ჰგავს ძუნწ მათხოვარს, რომელიც, სურს თუ არა, გვიბრუნებს აფხაზეთს — ნაწილ-ნაწილ, მაგრამ გვიბრუნებს: ჯერ გალი, მერე ოჩამჩირე, მერე სოხუმი, მერე გუდაუთა, გაგრა და ფსოუ.

ძალიან ნათლად ვხედავ მოსკოვის სურვილებს, მაგრამ ეს სურვილები აუსრულებელი დარჩება.

აფხაზეთი საქართველოა და კვლავაც ვხედავ, როგორ აფრიალდება მდინარე ფსოუზე, სოჭის საზღვარზე, საქართველოს მთლიანობის დროშა.

და იცოდეთ, რომ ამ დროშას უფალი საკუთარი ხელით აღმართავს, რასაც მიწიერად ქართველი მეომრები გააკეთებენ. ამინ!

არ დაგავიწყდეთ: აფხაზეთში შევალთ ომით, დავარქმევთ მშვიდობას!

აფსუები კი რუსეთის ტერიტორიაზე გადასახლდებიან. ვერაფერს გახდებიან. მათ არ უნდა დაეკარგათ კონტაქტი საქართველოსთან, რომლის მიწაზეც ცხოვრობენ.

რუსეთი შეეცდება, რომ დადებითი ურთიერთობები დაამყაროს საქართველოსთან. პოლიტიკა ისე ამოყირავდება, რომ სხვაგვარად ვერ იქნება. მოსკოვს არ აწყობს საქართველოსთან ომი და ეს ნელ-ნელა გამოჩნდება, ნელ-ნელა ფარდა აეხდება ყველას და ყველაფერს. ჰოდა, მოემზადეთ, შადიმანებო, გამანადგურებელი პასუხისთვის,“ - ვკითხულობთ ინფორმაციაში.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა