თეგებით ძიება

ეროვნულმა ბანკმა "ლიბერთი ბანკი" 75,000 ლარით დააჯარიმა - სებ-ის განცხადება

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა AML/CFT ზედამხედველობის ფარგლებში გასული წლის 29 დეკემბერს ,,ლიბერთი ბანკი" 75 000 ლარით დააჯარიმა.

სებ-ის ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციით კი, დაჯარიმების მიზეზები შემდეგია:

შემოწმების პროცესში მოთხოვნილი ინფორმაციის/დოკუმენტაციის საქართველოს ეროვნული ბანკისთვის არასწორად წარმოდგენის 7 შემთხვევა;

„უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის და ტერორიზმის დაფინანსების რისკის შეფასების სახელმძღვანელოს დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2ბრძანებით დამტკიცებული მოთხოვნების 1 კლიენტთან მიმართებით დარღვევა. (არ განახორციელა ეროვნული ბანკის სამართლებრივი აქტით ან/და კომერციული ბანკის შიდა პოლიტიკა/პროცედურებით განსაზღვრული შესაბამისი რისკ-ფაქტორების გათვალისწინებით რისკის მინიჭება);

„ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის მე-6 პუნქტითა და ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსისN1 ბრძანებით დამტკიცებული „ანგარიშვალდებული პირის მიერ გარიგების თაობაზე ინფორმაციის აღრიცხვის, შენახვისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისთვის წარდგენის წესის“ მე-3 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული საეჭვო გარიგების გამოვლენისა და სამსახურისთვის წარდგენის პროგრამული (ელექტრონული) სისტემის ხარვეზებით ფუნქციონირება;

1 კლიენტთან მიმართებით საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის N1 ბრძანებით დამტკიცებული "ანგარიშვალდებული პირის მიერ გარიგების თაობაზე ინფორმაციის აღრიცხვის, შენახვისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისთვის წარდგენის წესის" მე-3 მუხლის მესამე პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნის დარღვევა.

ცნობისთვის, 2023 წელს მარეგულირებელმა AML/CFT ზედამხედველობის ფარგლებში 4 ბანკი დააჯარიმა, 2022 წელს კი, 7 ბანკი.

წყარო - bm.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა