დაკარგული თითი, მტევნის ტრავმები - რუსთავში, ახალი წლის ღამეს პიროტექნიკით 8 ადამიანი დაშავდა
რუსთავში ახალი წლის ღამეს პიროტექნიკით 8 ადამიანი დაშავდა.
არსებული ცნობით, რამდენიმე პირს თითების ამპუტირება დასჭირდა.
„შემოსული 8 პაციენტიდან 2 იყო არასრულწლოვანი. ერთი - 6 წლის ბავშვია და მეორე - 16-ის. ყველას ჰქონდა მტევნის ტრავმები. ყველა მათგანს ჰქონდა უმძიმესი დაზიანება. დასჭირდათ მიკროქირურგიული ჩარევა. ამ 8 პაციენტიდან 2 გაწერილია, 6 აგრძელებს მკურნალობას სტაციონარში.
არასრულწლოვანმა დაკარგა 2 თითი და ერთმა პაციენტმაც დაკარგა 2 თითი. დანარჩენს პატარ-პატარა დეფექტები აქვთ, მაგრამ ის უმნიშვნელოა“, - აცხადებს ექიმი.