ლარი გამყარებას განაგრძობს - ვალუტის კურსი
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 4 იანვრის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.6869 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6889 ლარი იყო.
გამყარდა ევრო, რომლის კურსი 2.9448 ლარია. დღეს მოქმედი კურსი 2.9390 ლარს შეადგენდა.
თურქული ლირა უცვლელია, რომლის ღირებულებაც 0.0903 ლარია.
დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსი 5 იანვარს შევა ძალაში.