თეგებით ძიება

დამწვრობის ცენტრში პიროტექნიკით დაზიანებული ორი ბავშვი მკურნალობს - როგორია მათი მდგომარეობა?

თბილისში, დამწვრობის ცენტრის ხელმძღვანელის, გუგა ქაშიბაძის ცნობით, მათ კლინიკაში პიროტექნიკით დაზიანებული ორი ბავშვი მკურნალობს.

"ერთი, 9 წლის ბავშვი ახალ წლამდე დაშავდა და ოპერაცია ჩაუტარდა მკერდზე, მტევნებსა და კისერზე. მის ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება. მეორე, 6 წლის ბიჭი 2 დღის წინ შემოვიდა ჩვენს კლინიკაში სახის დაზიანებით. საბედნიეროდ იგი სტაბილურია, ძალიან ღრმა დაზიანებები არ აქვს, თუმცა სახე დამწვარი აქვს. სხვა პაციენტები გვყავდა, მაგრამ საბედნიეროდ, ამბულატორიული. სერიოზული დაზიანებები არ ჰქონდათ.", - აცხადებს ქაშიბაძე.

გუგა ქაშიბაძე, ასევე ამბობს, რომ წინა წლებთან შედარებით, წელს პიროტექნიკით დაზიანებული პაციენტების რაოდენობა შემცირებულია.

"ახლა გავიდა ახალი წელი და პიროტექნიკის გამოყენება კიდევ გრძელდება შობას, ძველით ახალ წელს, თუმცა ამ წუთისათვის, დაზიანებულთა რაოდენობა შედარებით შემცირებულია", - აღნიშნა ქაშიბაძემ.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა