როგორი წესრიგიც გაქვთ ჩანთაში, ისეთი გაქვთ ცხოვრებაშიც - ფენ-შუის რჩევები
ჩანთა, რომლითაც ფულს, საბუთებს, პლასტიკურ ბარათებს, გასაღებს და სხვადასხვა საჭირო ნივთს ატარებთ, თქვენი ბედის სიმბოლო, თქვენი ცხოვრების გზა და ცხოვრებისადმი თქვენი დამოკიდებულებაა.
ჩანთა, ანუ ლათინურად „sauma” ცხენის უნაგირზე მიმაგრებულ ტომარას ნიშნავდა, რომელშიც მგზავრობისთვის საჭირო ნივთები ეწყო. სწორედ ეს ნივთები სიმბოლურად, ადამიანის ბედს განასახიერებს.
ყურადღებით დაათვალიერეთ თქვენი ჩანთა - მასში რაც დევს და როგორც, თქვენი ცხოვრების და ხასიათის საუკეთესო დახასიათებაა.
და ეს რჩევები გაითვალისწინეთ:
1. მნიშვნელოვანია, რომ ჩანთა ყოველთვის მოწესრიგებული იყოს. გაათავისუფლეთ ის უსარგებლო ნივთებისგან, რომლებიც ცხოვრების გზაზე დაბრკოლებებს გიქმნით და სასიცოცხლო ენერგიას გპარავთ. ჩაალაგეთ ნივთები თქვენი ჩანთის ჯიბეებში - ეს გაამარტივებს თქვენს ცხოვრებას და გადაწყვეტილების მიღებაში დაგეხმარებათ.
2. ფულის ჩანთაში, უწესრიგოდ ჩაყრა არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება - ასე ჩანთა შეიძლება მოწყალების შესაგროვებელ ჭურჭელს დაემსგავსოს. ფრთხილად შეაგროვეთ ქაღალდის და ლითონის ფული და საფულეში მოათავსეთ. ჩანთაში წესრიგი და სისუფთავე უნდა იყოს.
3. ჩანთაში მიმოფანტული ძველი სამგზავრო ბილეთები, სალაროს ქვითრები და უსარგებლო ქაღალდები თქვენს ცხოვრებას ამძიმებს და წარსულში გაბრუნებთ. ამით თქვენ სიმბოლურად ძველ პრობლემებსა და ზედმეტ საზრუნავს ატარებთ.
4. ჩანთა მთლიანი და დაუზიანებელი უნდა იყოს - ეს უსაფრთხოების ნიშანია.
5. საქმიანი ჩანთა უმჯობესია, ხარისხიანი და ძვირად ღირებული იყოს. ის თქვენი ფინანსური კეთილდღეობის სიმბოლოა.
6. კარგი იქნება თუ ჩანთაში თქვენს თილისმას მოათავსებთ. ზოგისთვის ეს შეიძლება კალამი იყოს, ზოგისთვის ლითონის მონეტა, ზოგისთვის ზღვის ნიჟარა. ჩანთაში რაღაც პირადული უნდა იდოს, ის რაც თქვენ გიყვართ და მხოლოდ თქვენთვისაა გასაგები. ასევე რეკომენდებულია ჩანთაში პატარა სარკის ჩადება, რომელიც უარყოფით ენერგიას აირეკლავს და უსიამოვნებებისგან დაგიცავთ.
აი, ასეთი მნიშვნელოვანია ეს ნივთი. ასე რომ, თუ გსურთ ცვლილებები უკეთესობისკენ და ახალი შესაძლებლობები, გირჩევთ, ის ჩანთა, რომელსაც ატარებთ ხოლმე მოაწესრიგოთ.
წყარო : Funtime