აშშ-მა და სამხრეთ კორეამ ერთობლივი სამხედრო წვრთნა ჩაატარეს
ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და სამხრეთ კორეამ ერთობლივი სამხედრო წვრთნა ჩაატარეს. ამის შესახებ Reuters-ი წერს.
გამოცემის ინფორმაციით, სწავლება ჩრდილოეთ კორეის საზღვართან ახლოს გაიმართა. ოფიციალური სეულის განმარტებით, წვრთნის მიზანი მტრის აგრესიის სიმულაციით საბრძოლო მზადყოფნის შემოწმება და გაძლიერება იყო. ამერიკის შეერთებული შტატების და სამხრეთ კორეის ერთობლივი სამხედრო სწავლება ერთი კვირის განმავლობაში მიმდინარეობდა.
2023 წელს ჩრდილოეთ კორეიდან მომდინარე საფრთხის გამო მოკავშირეებმა თავდაცვითი შესაძლებლობების გაძლიერების გადაწყვეტილება მიიღეს.