ავადობის 25%, ამ ეტაპზე უჭირავს H1N1 ტიპის გრიპს, A ტიპის ვირუსს - ბავშვთა კლინიკის სამედიცინო დირექტორი
ახალი წლიდან ქვეყანაში გრიპის ვირუსის შემთხვევები გახშირდა. ბოლო ერთი კვირაა მომატებულია მიმართვიანობა კლინიკებშიც, ყველაზე მეტი შემთხვევა ბავშვებში ფიქსირდება. როგორც "რუსთავი 2"-ს ციციშვილის ბავშვთა ახალი კლინიკის სამედიცინო დირექტორი მაია ჩხაიძემ განუცხადა მთელი ავადობის 25%, ამ ეტაპზე უჭირავს H1N1 ტიპის გრიპს, A ტიპის ვირუსს.
"ძირითადი ჩივილები, რაც ამჟამად არის, ეს არის მაღალი ცხელება, ხველა, ცხვირიდან გამონადენი და შეუპოვარი ცხელება, რომელიც ზოგიერთი ვირუსის შემთხვევაში, გრძელდება 6-7 დღე. ვირუსების ძალიან ფართო სპექტრია ახლა გავრცელებული, თუმცა მთელი ავადობის 25%, ამ ეტაპზე უჭირავს H1N1 ტიპის გრიპს, A ტიპის ვირუსს. მაგალითად, ამ წუთში, გვიწევს 6 დადასტურებული A ტიპის გრიპი, 8 პნევმონია. აუცილებელია, რომ როდესაც ბავშვს აქვს გამოხატული ცხელება და სხვა სიმპტომები, არ გავიდეს სკოლაში, ბაღში, საზოგადოების თავშეყრის ადგილებში.
უნდა მიიღონ დიდი რაოდენობით სითხეები, სიცხის დამწევი საშუალებები - მხოლოდ ექიმის რეკომენდაციით," - აცხადებს ციციშვილის ბავშვთა ახალი კლინიკის სამედიცინო დირექტორი მაია ჩხაიძე.