თეგებით ძიება

გაძვირებული უძრავი ქონება - ექპერტები ფასების ისტორიულ მაქსიმუმამდე აწევას პროგნოზირებენ

ბინები მიმდინარე წლის განმავლობაში კიდევ უფრო მეტად გაძვირდება - სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ოფიციალური მონაცემებით, მშენებლობის ღირებულების ინდექსი 13.3 %-ით გაიზარდა, რაც ბინების ღირებულების გაზრდას ავტომატურად გამოიწვევს. 

უძრავი ქონების აგენტები აანონსებენ, რომ ფასები წლის ბოლომდე ისტორიულ მაქსიმუმამდე აიწევს, რადგან გაზრდილია, როგორც დასაქმებულთა ხელფასები, ასევე მასალის ფასები და უძრავი ქონების თვითღირებულებაც.

ბოლო 18 თვის განმავლობაში დეველოპერები ხსნიან უძრავ ქონებაზე გაზრდილ ფასებს იქიდან გამომდინარე, რომ გაიზარდა დასაქმებულთა ხელფასები, ასევე მასალაზე ფასების ზრდა და ახალმა რეგულაციებმაც ერთი-ორად გაზარდა ფასები. თუმცა, ბოლო 2 წელს თუ გადავხედავთ, 30-40%-მდე დეველოპერულ სექტორში ფიქსირდება ფასების ზრდა. დეველოპერები აანონსებენ, რომ კიდევ გაძვირდება, რადგან თვითღირებულება უკვე გაძვირებულია, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ უკვე ძალიან დიდი ფასების ზრდა არის დაფიქსირებული ჩვენს ქვეყანაში და მოვუწოდებ და აუცილებელია, რომ შევინარჩუნოთ არსებული ფასები, რადგან ჩვენი მოსახლეობისთვის იყოს უძრავი ქონება ხელმისაწვდომი. როდესაც თვითღირებულება იზრდება მშენებლობის, თავისთავად დეველოპერები ცდილობენ, რომ გაზარდონ უძრავი ქონების ფასები, როგორც კომერციული, ასევე საცხოვრებლის", - აღნიშნა უძრავი ქონების აგენტმა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა