თეგებით ძიება
08. 01. 2024 მსოფლიო

ილონ მასკი დახურულ წვეულებებზე აკრძალულ ნივთიერებებს მოიხმარს - WSJ

Tesla-სა და SpaceX-ის დირექტორთა საბჭოების წევრები შეწუხებულები არიან იმით, რომ ილონ მასკი დახურულ წვეულებებზე ნარკოტიკებს მოიხმარს. ამის შესახებ The Wall Street Journal-ი წყაროზე დაყრდნობით წერს.

გამოცემის ინფორმაციით, ეს დახურულ წვეულებებზე ხდება, რომელთა მონაწილეებიც ხელს აწერენ კონტრაქტებს გაუთქმელობის შესახებ და შესვლამდე ტელეფონებს აბარებენ. გავრცელდა ცნობები, რომ 2018 წელს ლოს-ანჯელესში გამართულ წვეულებაზე მილიარდერმა LSD მიიღო, ერთ წელიწადში მექსიკაში კი ჰალუცინოგენი სოკოები, 2021 წელს მაიამიში კეტამინი. ასევე წყარო აცხადებს, რომ ბიზნესმენისთვის არც კოკაინია უცხო.

ეს ინფორმაცია ოფიციალურად დადასტურებული არ არის, თუმცა თვითონ მასკი ადრე აღიარებდა, რომ მას კეტამინი გამოწერილი აქვს და ამ ნივთიერებას სამედიცინო მიზნებისთვის იყენებს.

WSJ-ს წყაროს ცნობით, მასკის გარემოცვაში შიშობენ, რომ ძლიერმოქმედი ნივთიერებების უკანონო გამოყენება ზიანს აყენებს მის ჯანმრთელობასა და კარიერას და ასევე რისკის ქვეშ აყენებს ბიზნესმენის რეპუტაციას. მასკზე დამოკიდებულია 6 კომპანია, ათობით ათასი თანამშრომლის და 1 ტრილიონი დოლარის ღირებულების ფინანსური აქტივები. ამასთან, მასკი ცნობილია თავისი ექსცენტრული ქცევით, რაც ბოლო წლებში უფრო გააქტიურდა.

მასკმა კომენტარზე უარი განაცხადა, თუმცა WSJ-ს სტატიას მისი ადვოკატი ალექს სპირო გამოეხმაურა. მან განაცხადა, რომ მასალა ცრუ ფაქტებს შეიცავს, თუმცა არ დაუკონკრეტებია რა არის სიცრუე. მისივე თქმით, მასკი SpaceX-ში რეგულარულად გადის ნარკოტესტს და ის არასოდეს ჩაუგდია.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა