თეგებით ძიება

რას გვამცნობს სიზმარში ნანახი რიცხვები?

სიზმარში ნანახი ციფრების ნუმეროლოგია საინტერესო ინფორმაციას გვაწვდის - შეიძლება მოახლოებულ მოვლენებზე მიგანიშნოთ ან შეგახსენოთ წარსული, რომელიც თქვენს ამჟამინდელ ცხოვრებაზე გავლენას ახდენს. მაგალითად, რიცხვებს შეუძლიათ გიამბონ დროისა და ადგილის შესახებ, სადაც მნიშვნელოვანი მოვლენა მოხდება ან პირიქით -  წარსულის რომელიღაც მოვლენა შეგახსენოთ, რომელსაც შეუძლია თქვენს ცხოვრებაზე გავლენა მოახდინოს.

სიზმრის ახსნა რიცხვების მიხედვით

სიზმარში ნანახი რიცხვების სწორად გაგების უნარი ყოველდღიურ ცხოვრებაში ძალიან გამოგადგებათ. თქვენ შეძლებთ, წინასწარ გაიგოთ დრო, როდესაც მიზნის მიღწევა შესაძლებელია. გარდა ამისა, ციფრებს შეუძლიათ გამცნონ, როდის უნდა იმოქმედოთ და რა დროა ამისთვის ყველაზე ხელსაყრელი.

ნუმეროლოგიის საშუალებას გვაძლევს მივიღოთ ზოგადი ცოდნა რიცხვების მნიშვნელობის შესახებ, თუმცა სიზმარში ნანახი რიცხვები შეიძლება მხოლოდ თქვენთვის განკუთვნილი გზავნილი იყოს.

სიზმარში რიცხვები შეიძლება სხვადასხვანაირად გამოჩნდეს. მაგალითად, რიცხვების ნაცვლად, შეიძლება ადამიანების ან ობიექტების გარკვეული რაოდენობა დაგესიზმროთ. ამ შემთხვევაში სიზმრის ახსნა დამოკიდებული იქნება ასეთი რიცხვის ნუმეროლოგიურ მნიშვნელობაზე.

თუ სიზმარში ფულს ითვლით, ეს შეიძლება ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესებას მოასწავებდეს;

ადამიანების დათვლა კი ნიშნავს, რომ თავს პასუხისმგებლობებითა და ვალდებულებებით გადატვირთულად მიიჩნევთ;

თუ დათვლაში მეორე ადამიანიც გეხმარებათ, ეს შემდგომ კარიერულ ზრდაზე მიუთითებს;

რიცხვების წერა ან კითხვა ნიშნავს, რომ ფინანსური ხარჯები უნდა აკონტროლოთ, მაგრამ თუ რიცხვების ანგარიშში შეცდით, იღბალი ზურგს გაქცევთ.

სიზმარში ნანახი რიცხვები და მათი კოდები

თუ სიზმარში ნანახი რიცხვები გახსოვთ, აუცილებლად უბის წიგნაკში უნდა ჩაიწეროთ, რადგან ისინი შეიძლება მნიშვნელოვანი მოვლენის ან თარიღის შესახებ ინფორმაციას შეიცავდნენ. ასეთი რიცხვები შეიძლება ტელეფონის ნომრის, კოდის, თარიღის ან თუნდაც ლატარიის ნომრების სახით ნახოთ. ასევე, რიცხვები შეიძლება ასოების სხვადასხვა კომბინაციებთან ერთად გესიზმროთ. ამ შემთხვევაში, რიცხვებიც და ასოებიც ყურადღებით უნდა ჩაიწეროთ.

სიზმარში ნანახი რიცხვების გაშიფვრა

სიზმარში ნანახი რიცხვების იდუმალი მნიშვნელობა ხშირ შემთხვევაში ემთხვევა მათ მნიშვნელობას ნუმეროლოგიასა და ასტროლოგიაში.

ნულიდან ხუთამდე

0 ცხოვრების ეტაპებს განასახიერებს;

1 - კრეატიულობისა და ინტელექტის სიმბოლოა;

2 - ქალის სიმბოლო;

ჯადოსნური რიცხვი 3 - სამებას და მამაკაცურ საწყისს განასახიერებს;

4 - დედამიწის სტიქიასთან დაკავშირებული რიცხვი სოლიდარობას და სამართლიანობას ნიშნავს;

5 - ქორწინების სიმბოლოა, რომელიც ქალურ (2) და მამაკაცურ (3) საწყისებს აერთიანებს.

რიცხვები ექვსიდან ათამდე

6 - მთლიანობისა და სიმშვიდის სიმბოლოა;

7 - ყველაზე ჯადოსნური და წმინდა რიცხვი, რომელიც სიბრძნეს, სიწმინდეს და საიდუმლო ცოდნას განასახიერებს;

8 - უსასრულობის სიმბოლოა;

9 - ორსულობას და წარმატებას მოასწავებს;

10 - სამყაროს ერთიანობის სიმბოლოა, რომელიც გარკვეული ფაზის დასრულებას და წინსვლისთვის ხელსაყრელი პოზიტიური ატმოსფეროს შექმნას განასახიერებს.

ორნიშნა რიცხვები

ორნიშნა რიცხვებიდან განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებენ:

13 - ეს რიცხვი სულაც არ არის უბედურების მაცნე, პირიქით, სიმტკიცის სიმბოლოა;

19 თქვენს ცხოვრებაში წარმატებას და შთაგონებას მოიტანს;

21 მიზნების ასრულებას და თავისუფლებას გპირდებათ.

რიცხვების განმარტება

უფრო ზუსტი განმარტებისთვის ვეცდებით, სიზმრების ახსნა და რიცხვების ნუმეროლოგიური ანალიზი გავაერთიანოთ.

0 - ცხოვრების ცვალებად ბუნებას განასახიერებს; როგორც წესი, წარუმატებლობას, ამაო მოლოდინებს და იმედგაცრუებას ასახავს;

1 - კრეატიულობისა და ინტელექტის სიმბოლოა და აქტიური ქმედებებისკენ მოგიწოდებთ. მთავარია, გეგმიდან არ გადაუხვიოთ;

2 - ქალური საწყისის სიმბოლოა, რომელიც გირჩევთ, პარტნიორის პოვნაზე და ზოგადად, კოლექტიური საქმიანობის სარგებელზე იფიქროთ.

3 - სამებისა და მამაკაცური საწყისის სიმბოლო, რომელიც წარმატებასა და სიხარულს გპირდებათ;

4 - მიწის სტიქიასთან დაკავშირებული რიცხვი, რომელიც სოლიდარობას და სამართლიანობას ნიშნავს. ოთხიანი განიშნებთ, რომ ცხოვრებაში რაიმეს შეცვლა არ უნდა იჩქაროთ. ყველაფერი ისე დატოვოთ, როგორც არის და ყურადღება შრომაზე და შემოქმედებაზე გადაიტანოთ;

5 - ქორწინების, ქალური და მამაკაცური საწყისების გაერთიანების სიმბოლოა. ხუთი ნიშნავს, რომ შეიძლება სამოგზაუროდ წასვლა ან სამუშაოს შეცვლა დაგჭირდეთ. არ არის გამორიცხული, რომ დაქორწინდეთ.

6 - მთლიანობისა და სიმშვიდის სიმბოლოა, შესაბამისად, მშვიდ ცხოვრებას და ჰარმონიას გპირდებათ. თუ სიზმარში ეს რიცხვი ნახეთ, შეგიძლიათ მოდუნდეთ და საყვარელი საქმე აკეთოთ;

7 - ჯადოსნური და წმინდა რიცხვია, რომელიც სიბრძნეს, სიწმინდეს და საიდუმლო ცოდნას განასახიერებს. შვიდიანი მიგანიშნებთ, რომ მატერიალური პრობლემებიდან ყურადღება სულიერ სფეროზე უნდა გადაიტანოთ, მომავალზე მეტი იფიქროთ და შეცდომები გააანალიზოთ;

8 - უსასრულობის სიმბოლოა და განიშნებთ, რომ წარმატებები და მიღწევები ახლოსაა.

9 - ნაყოფიერებისა და იღბლის სიმბოლოა. ცხრიანი შემოქმედებაში, მშენებლობაში და სარემონტო სამუშაოებში წარმატებას გპირდებათ. ეს რიცხვი ზოგჯერ მოახლოებულ ორსულობას გამცნობთ;

ორნიშნა რიცხვებიდან განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებენ:

10 - სიზმარში ეს კარგის მომასწავებელი რიცხვია, რომელიც სამყაროს ერთიანობას და პროგრესისთვის ხელსაყრელი პოზიტიური ატმოსფეროს შექმნას განასახიერებს;

12 - საქმის დასრულების სიმბოლოა. შესაძლოა, რაღაც მასშტაბური პროექტი, მაგალითად სწავლა დასასრულს უახლოვდება;

13 - სიძლიერის სიმბოლოა. სიზმარში ამ რიცხვის ნახვა გართობას, სასარგებლო ნაცნობებს და მნიშვნელოვან შეხვედრებს მოასწავებს;

19 - სიზმარში ეს რიცხვი წარმატების და შთაგონების სიმბოლოა;

21 - ეს რიცხვი მიზნების მიღწევას გპირდებათ, რაც შინაგან თავისუფლებას მოგანიჭებთ.

წყარო : funtime


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა