თეგებით ძიება
09. 01. 2024 მსოფლიო

ქვეყნები, სადაც 2024 წლიდან ტურიზმის გადასახადი დაწესდება

2024 წელს იმ ტურისტული ადგილების რაოდენობა, საიდანაც მოგზაურებს გადასახადების გადახდა დაეკისრებათ, გაიზრდება.

ადგილობრივი ეკონომიკის მხარდაჭერა ტურისტების მოსაკრებლის ხარჯზე, უკვე წლებია ბევრ ქვეყანაში ჩვეულებრივი მოვლენაა. განსაკუთრებით ეს პრაქტიკა გავრცელებულია ევროპაში, რომელიც მსოფლიოში ყველაზე მეტად მონახულებადი მაკრორეგიონია.

2024 წელს კი ასეთი მიმართულებები კიდევ უფრო გაიზრდება.

ქვეყნები, სადაც ტურიზმის გადასახადი გაძვირდება:

ჰოლანდია - ტურისტული გადასახადი ამსტერდამში ყველაზე მაღალია მთელი ევროპის ტერიტორიაზე, თუმცა 2024 წლიდან ის კიდევ უფრო გაძვირდება და 7-დან 12,5%-მდე ავა. ძვირდება გადასახადი საკრუიზო ლაინერით მოგზაურობის მსურველთათვის და 8 ევროს ნაცვლად ის 11 ევრო გახდება.

ესპანეთი - 2024 წლის აპრილში ბარსელონა გაზრდის მუნიციპალურ ტურისტულ გადასახადს და პირველი 7 დღის განმავლობაში ღამეში 2,75 ევროს ნაცვლად 3,25 ევროს გადახდა მოგიწევთ. ერთი კვირის შემდეგ გადასახადისგან თავისუფლდებით.

საბერძნეთი - საბერძნეთმა ნაწილობრივ შეცვალა ტურიზმის საგადასახადო კანონმდებლობა მოკლევადიანი ქირაობისთვის საგადასახადო მოთხოვნის შემოღებით. 2024 წლის 1 იანვრიდან, ასეთი უძრავი ქონების ყველა მფლობელი ვალდებულია ბიუჯეტში გადაიხადოს ქონების იჯარით მიღებული მთლიანი შემოსავლის 0,5%. გარდა ამისა, შეიცვალა საცხოვრებლის გადასახადი - თუ ადრე მისი განაკვეთი 50 ცენტიდან 4 ევრომდე მერყეობდა ერთ ღამეში, საცხოვრებელი ადგილიდან გამომდინარე, ახლა ის სეზონის მიხედვით შეიცვლება.

საფრანგეთი - ზაფხულის ოლიმპიური თამაშების გამო, პარიზში საცხოვრებლის გადასახადის ოდენობა გასამმაგდება.

ქალაქები და კურორტები, სადაც ტურისტებისთვის ახალი საფასური პირველად ამოქმედდება:

პორტიმაო და ფიგეირა და ფოზი, პორტუგალია - 2024 წლის მარტიდან პორტიმაო, ქალაქი და საზღვაო პორტი პორტუგალიის სამხრეთით, შემოიღებს მუნიციპალურ ტურისტულ გადასახადს.

1 მარტიდან 30 სექტემბრის ჩათვლით გადასახადი დღეში 2 ევრო იქნება, დანარჩენ თვეებში - 1 ევრო დღეში. ორივე შემთხვევაში, გადასახადი მაქსიმუმ შვიდი ღამის განმავლობაში დაირიცხება.

ვენეცია, იტალია - იტალიური ქალაქი ევროპაში პირველი იქნება, რომელიც ისტორიულ ცენტრში შესვლის საფასურს შემოიღებს. გაზაფხულიდან, ზედიზედ 30 დღე 14 წელზე უფროსი ასაკის ყველა ტურისტი 5 ევროს გადაიხდის.

ისლანდია - ჯერჯერობით გადასახადის ოდენობა დადგენილი არ არის, მაგრამ ისლანდიის პრემიერ-მინისტრმა კატრინ იაკობსდოტირმა განაცხადა, რომ გადასახადი მაღალი არ იქნება.

ბალი, ინდონეზია - 2024 წლის 14 თებერვლიდან ტურისტები გადაიხდიან შემოსვლის გადასახადს 150 000 რუპიას (დაახლოებით 10 აშშ დოლარი). ვიზიტორებს შეუძლიათ გადაიხადონ რუპიებში ან საკრედიტო ბარათით ბალის აეროპორტში.

წყარო : bpn.ge


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა