კოსმოსში პირველი მოსავალი აიღეს, როდის გამოიგზავნება დედამიწაზე ?
NASA-ს ასტრონავტმა ქეით რუბინსმა, კოსმოსში პირველი მოსავალი, აიღო, რაც მიკროგტრავიტაციაში საკვების წარმოების ახალ შესაძლებლობებს ხსნის.
როგორც SEEDS-ს წერს, კოსმოსური ბოლოკი ISS-ის ბორტზე მდებარე დაწესებულებაში, სახელწოდებით Advanced Plant Habitat (APH) მოიყვანეს, რომლის ზრდის კადრებს NASA 27 დღის განმავლობაში აქვეყნებდა.
ქეით რუბინსმა ჯამში 20 ერთეული ბოლოკი მოაგროვა, თითოეული ე.წ ფოლგაში შეფუთა და ცივ საცავში მოათავსა. „ნასას“ ცნობით, აღნიშნული პროდუქტი დედამიწაზე მომავალი წლის დასაწყისში გამოიგზავნება.
როგორც კენედის კოსმოსური ცენტრის NASA APH პროგრამის მენეჯერმა ნიკოლ დუფურმა აღნიშნა, სხვადასხვა კულტურების მოყვანა მათ დაეხმარებათ იმის დადგენაში, თუ რომელი მცენარეები იზრდებიან ყველაზე კარგად მიკროგრავიტაციაში, რათა ასტრონავტების ხანგრძლივი მისიის დროს, უზრუნველყონ მათი მრავალფეროვანი და დაბალანსებული კვება.
წყარო : bpn.ge