თეგებით ძიება

2024 წელს საქართველოს ეკონომიკა 4,8%-ით გაიზრდება, რაც წინა წელთან შედარებით, 0,7%-ით ნაკლებია - მსოფლიო ბანკის პროგნოზი

მსოფლიო ბანკის წინასწარი ვარაუდით, საქართველოს ეკონომიკა 2024 წელს 4,8%-ით გაიზრდება, რაც 2023 წლის ეკონომიკურ ზრდაზე, რომელიც მსოფლიო ბანკის მონაცემებით 6,5% იყო, 0,7%-ით ნაკლებია.  

მსოფლიო ბანკის მონაცემებში ვკითხულობთ, რომ საქართველოს 2021-2022 წლებში ორნიშნა ეკონომიკური ზრდა ჰქონდა. ამ პერიოდში ქვეყნის ეკონომიკა ჯერ 10,5%-ით, შემდეგ კი 10,4%-ით გაიზარდა. 2023 წელს კი ზრდის ტემპი 6,5%-მდე შემცირდა.

საქართველოს მეზობელი ქვეყნებისთვის მსოფლიო ბანკის პროგნოზი 2024 წლის ეკონომიკურ ზრდასთან დაკავშირებით ასე გადანაწილდა:

სომხეთი - 4,7%

თურქეთი - 3.1%-იანი ზრდა;

აზერბაიჯანი - 2.4%-იანი ზრდა;

რუსეთის ფედერაცია - 1.3%-იანი ზრდა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა