თეგებით ძიება

ნატა ფერაძე ყველაფერს უნდა ელოდოს, აუცილებლად დასიჯება - კოკა მორგოშია

"მთელი საზოგადოება აღშფოთებულია და ნატა ფერაძე ყველაფერს უნდა ელოდოს, მე რა გითხრა ნატა ფერაძე რას უნდა ელოდოს... 

საპროტესტო აქცია დაანონსებულია სწორედ იმიტომ, რომ გამკაცრდეს კანონი. ნატა ფერაძე უნდა დაისაჯოს. ინიციატივები ბევრი გამიგია, საქმე ნაკლები. ჯობია, რომ ეს კანონი მიიღონ", - აცხადებს "ალტ-ინფოს" ლიდერი, კოკა მორგოშია. 

რაც შეეხება სალოცავების შეურაცხყოფის ფაქტებს, (მაგ: ოკუპანტების მიერ ლომისას ტაძრის აჭედვა) რომელიც რადიკალებს საჯაროდ არასდროს გაუპროტესტებიათ, კოკა მორგშია ამ შემთხვევაში ვერ ხვდება "პროტესტის რა ფორმა უნდა ჰქონოდათ". 

"შეურაცხყოფა რას ნიშნავს? - ჩვენი პრობლემა აჭედილი ტაძარიც არის და ოკუპირებული ტერიტორიებიც, რა უნფა გამოგვეხატა, ვინ გითხრათ, რომ არ გამოვხატეთ (პროტესტი), ლომისას ტაძარში უნდა ჩარეულიყავით, რომ პროტესტი გამოგვეხატა? 

არსებობს, იმ პერიოდის "ალტ-ინფოს" ეთერები, შეგიძლიათ (ნახოთ). რა უნდა გამოგვეხატა, ოკუპირებულია ტერიტორიები და ჩვენი ორგანიზაციაც სწორედ მაგას იძახის, რომ ქვეყნის დეოკუპაცია უნდა მოხდეს" - აღნიშნავს კოკა მორგოშია.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა