გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება
ქსელის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 12 იანვარს 10:00-დან 18:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს მცხეთის რაიონის სოფლებში ლისი, მსხალდიდი, წოდორეთი, ვარდის წყარო, მუხათგვერდი, ზაჰესი და მიმდებარე სოფლებში; 11:50-დან 17:00 საათამდე აბონენტებს თიანეთის რაიონის სოფლებში ჟებოტა, ლელოვანი, თეთრახევა და მიმდებარე სოფლებში; 12:00-დან 13:00 საათამდე აბონენტებს დმანისის რაიონის სოფლებში: ზემო კარაბულახი, ქვემო კარაბულახი, უსეინქენდი, მამიშლარი და მიმდებარე სოფლებში.
ამის შესახებ ინფორმაციას „ენერგო-პრო ჯორჯია“ ავრცელებს.
სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.