თეგებით ძიება

დანიის ელჩმა საგარეო საქმეთა სამინისტროს შენობა კომენტარის გარეშე დატოვა

დანიის ელჩმა საგარეო საქმეთა სამინისტროს შენობა კომენტარის გარეშე დატოვა.

ენ ტოფტ სორენსენმა მედიასთან შეხვედრის დეტალებზე არ ისაუბრა. საგარეო საქმეთა სამინისტროში იგი მინისტრის მოადგილეს თეიმურაზ ჯანჯალიას შეხვდა.

დანიის ელჩი საგარეო უწყებაში ახსნა-განმარტებისთვის დაიბარეს. სორენსენმა ბიძინა ივანიშვილი ოლიგარქად მოიხსენია და აღნიშნა, რომ მან ქონება 90-იან წლებში რუსეთში დააგროვა.

სამინისტროში შეხვედრამდე საქართველოში დანიის საელჩომ განცხადება გაავრცელა, რომელშიც ნათქვამია: „დანიური სტატიიდან ამოღებულია ამონარიდი, რომელიც ქართულ დებატებში კონტექსტის გარეშე გამოიყენება. საელჩოს არ აქვს სურვილი, წვლილი შეიტანოს აღნიშნულში და დამატებითი კომენტარისგან თავს იკავებს“.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა