თეგებით ძიება

2023 წელს საქართველომ 2.5 მლრდ კუბ.მეტრი აზერბაიჯანული გაზი მიიღო

2023 წელს საქართველომ 2.5 მლრდ კუბ.მეტრი აზერბაიჯანული გაზი მიიღო - მონაცემები აზერბაიჯანის ენერგეტიკის მინისტრმა სოციალურ ქსელ "Х"-ზე დაწერა.

ფარვიზ შახბაზოვის ინფორმაციით, გასულ წელს აზერბაიჯანმა ბუნებრივი გაზის ექსპორტი 5.3%-ით გაზარდა და საექსპორტო ბაზრებს ჯამში 23 მლრდ კუბ.მეტრამდე გაზი მიაწოდა.

მთავარი საექსპორტო ბაზარი ევროპაა, სადაც 2023 წელს 11.8 მლრდ კუბ. მეტრი აზერბაიჯანული გაზი გავიდა, 9.5 მლრდ კუბ. მეტრი გაზი მიიღო თურქეთმა, 2.5 მლრდ კი, საქართველომ.

აზერბაიჯანის ენერგეტიკის მინისტრის თქმით, ტრანსანატოლიური გაზსადენით (TANAP) თურქეთისთვის 5.6 მლრდ კუბ. მეტრის მიწოდება მოხდა. აზერბაიჯანული მედიის ცნობით, ევროპაში აზერბაიჯანული გაზის მიწოდება 2020 წლიდან დაიწყო. ამ დროისათვის სამხრეთის გაზის დერეფნის ნაწილის ტრანსადრიატიკული გაზსადენის (TAP) სიმძლავრე წლიურად 12 მლრდ კუბ.მეტრია, 2027 წლისთვის კი გაზსადენის სიმძლავრის 20 მლრდ კუბ.მეტრამდე გაზრდა იგეგმება.

წყარო - bm.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა